Chevrolet-ის უახლეს ატმოსფერულ ძრავას 10.35 ლ მოცულობა და 1004 ცხენის ძალა აქვს
მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ ხმა მოგვასმენინა, Chevrolet-მ ZZ632/1000 V8 წარმოადგინა: კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი გამზადებული (crate) ძრავა. მისი დებიუტი ნოემბერში, 2021 წლის SEMA შოუზე შედგება, ბაზარზე კი პირველად 2022 წლის დააწყისში ვიხილავთ.
ZZ632 არის V8-ზე დაფუძნებული დიდი ბლოკი, ZZ572-ს მსგავსი, რომელიც COPO Camaro-სთვის შეიქმნა. თუმცა, როგორც სახელიც მიუთითებს, 9.4 ლიტრიდან ის 10.35 ლიტრამდე გაიზარდა.
თუჯის ბლოკი კომბინირებულია ნაჭედი ფოლადის მუხლა ლილვთან, ნაჭედი ფოლადის მაერთებელ საწევებთან, ნაჭედი ალუმინის დგუშებთან, ალუმინის სახურავებთან, პორტულ საწვავის შეფრქვევასთან და CNC შემშვებ კოლექტორთან.
Chevrolet-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფერული ძრავაა, ZZ632 გამოიმუშავებს 1004 ცხენის ძალას და 1188 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს, მუშაობს 93 ოქტანობის ბენზინზე, rpm კი 7000-ს შეადგენს. შედეგად, ის უფრო მძლავრია, ვიდრე Dodge Hellephant-ის ძრავა და შესაძლოა, მომავალ Ford Megazilla-ზეც, რომელზე მუშაობაც ჯერ არ დასრულებულა.
Chevrolet ფლაგმანური ძრავის ფასს ჯერ არ ასახელებს, მაგრამ ცნობილია, რომ სადილერო პოუნქტებში ის 2022 წლის დასაწყისში გამოჩნდება. შემდეგ კი საჭირო იქნება ისეთი მანქანის მოძებნა, რომელსაც ამ მონსტრი ძრავისთვის ადგილი ექნება.