ამერიკული ორგანიზაცია Consumer Reports-ი თავის ყოველწლიურ საიმედოობის კვლევას აქვეყნებს. რეკომენდებულ მანქანათა სიას ოცზე მეტი წევრი დაემატა, ოცზე მეტმა კი მათი რეკომენდაცია დაკარგა.

Consumer Reports-ი საიმედოობის მონაცემებს საკუთარი წევრებისთვის დაგზავნილი კითხვარების საფუძველზე ყოველწლიურად აგროვებს. მანქანის მფლობელები პასუხობენ კითხვებს გასულ 12 თვეში მათი ავტომობილების ნებისმიერი პრობლემის შესახებ; პრობლემები მოიცავს 17 სფეროს, მათ შორის ძრავას, ტრანსმისიას, ელექტრო სისტემას, ძარას. ამგვარად მიღებულ საიმედოობის მაჩვენებელი 0-100 ქულით ფასდება; საშუალო რეიტინგი 41-60 ქულას შორის მერყეობს.

წლევანდელი კვლევის სათავეში 76 ქულით Lexus-ი მოექცა. შემდეგ მოდიან Mazda 75 ქულით, Toyota 71 ქულით, Infiniti 69 ქულით, Buick, Honda და Subaru 66 ქულით.

ამერიკული ბრენდების ავტომობილებიდან მოწინავე ადგილებზე მოხვდნენ Buick Envision, Chevrolet Traiblazer, Chevrolet Silverado 2500HD, GMC Sierra 2500HD, Chrysler 300, Ford Bronco Sport, Ford Mustang Mach-E და Ford Ranger-ი.

ყველაზე საიმედოთა რეიტინგში 57 ქულით ლიდერობს სატრანსპორტო საშუალებათა სეგმენტი, რომელიც მოიცავს სედანებს, ჰეტჩბეკებს, ვაგონებს, კუპეებსა და კაბრიოლეტებს; შემდეგ 50 ქულით მოდის SUV-ები, 43 ქულით პიკაპები და მინივენები.

საიმედოობის მაჩვენებელი საშუალოდან უკეთესისკენ წელს რამდენიმე მანქანამ გაიუმჯობესა, ანუ 2022 წლისთვის მათ Consumer Reports-ის რეკომენდაცია აქვთ. მათ შორის არის Acura MDX, Acura RDX, Acura TLX, Audi Q7, BMW X3, Chevrolet Blazer, Chevrolet TrailBlazer, Chevrolet Traverse, Ford Bronco Sport, Ford Mustang Mach-E, Ford Ranger, Genesis G70, Honda Odyssey, Honda Passport, Infiniti QX50, Kia Niro EV, Nissan Rogue Sport, Ram 1500, Volkswagen Atlas, Volkswagen Atlas Cross Sport, Volkswagen Jetta, და Volvo XC60.

მეორე მხრივ, ზოგიერთმა მოდელმა Consumer Reports-ის საიმედოობის რეკომენდაცია დაკარგა. მათ შორის არის Chevrolet Bolt, Hyundai Santa Fe და Jeep Gladiator.