ფეხბურთის სუპერვარსკვლავი კრისტიანო რონალდოს გამორჩეული სიყვარული სუპერქარებისადმი შეიძლება დროებით დააოკოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალმა დროებითმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა.
გამოცემა Mirror-ის ცნობით, წინა კლუბში მოღვაწეობისას, 63 წლის მწვრთნელმა თავისი გუნდის სასარგებლოდ უკიდურესი ზომები მიიღო. „RB ლაიფციგის“ წვრთნისას, მან კლუბის წევრებს უბრძანა, პირადი მანქანები გაეჩერებინათა და კლუბის იაფფასიანი მანქანებით ესარგებლათ.
ახლა, როდესაც რანგნიკი უკვე „მანჩესტერ იუნაიტედშია“, მისი მართვის განსაკუთრებული სტილი შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ იგივე მკაცრი წესებისადმი დამორჩილება მოუწიოთ კრისტიანო რონალდოსა და მის თანაგუნდელებსაც. ეს კი განსაკუთრებით იმოქმედებს პორტუგალიელ ფეხბურთელზე, რომელიც მძლავრი მანქანების განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა.
ფეხბურთის ვარსკვლავი ფლობს ორ Lamborghini Aventador-ს, Rolls Royce Cullinan-ს, Chevrolet Camaro SS-ს, Ferrari F12 TDF-ს, McLaren Senna-ს და შეიძლება ძლიერ შეზღუდული რაოდენობის Bugatti Centodieci-ის მფლობელიც გახდეს. რონალდო მანქანების ისეთი ფანია, რომ 2020 წელს, დაბადების დღეზე გერლფრენდმა Brabus G-Class-ი უყიდა.