2023 წლის Nissan Z-ს ძირითადი შიდა მახასიათებლები უკვე ცნობილია, მაგრამ მისი გარე დიზაინი დრამატულად განსხვავდება წინამორბედ 350Z და 370Z მოდელებისგან და კლასიკური 240Z-ისა და 280Z-ისას წააგავს.

როგორც ჩანს, ენთუზიასტთა უმეტესობას მოსწონს რეტროს თემის იერი და რაღაც დამატებები; ალბათ ამიტომ, დიზაინერმა Hycade-მ Z-ის დიზაინის უკიდურესად მოდიფიცირებული, საკუთარი საოცნებო ვერსია წარმოადგინა.

Nissan-ის გარდაქმნა დიზაინერმა წინა ნაწილით დაიწყო, სადაც დაუყენა თამამი წინა ბამპერის საფარი ფართო ჰაერმიმღებით, გამოკვეთილი გამყოფით და უფრო მოხდენილი და აგრესიული ბამპერი. როგორც ყველა კარგი აფთერმარკეტ მოდიფიკაციის შემთხვევაში, წინა და უკანა თვლის თაღები ზედმეტად გამოკვეთილია. შეცვლილია კაპოტიც.

მოდიფიკაციები გრძელდება გვერდებზეც, სადაც ნახავთ გარსშემომდენების წყვილს და აფთერმარკეტის დისკებს.

უკანა ნაწილში დიზაინერმა Nissan Z-ს დაუყენა დიდი, ფიქსირებული ფრთა, გაძლიერებული ბამპერი, გადიდებული გამოსაბოლქვი მილები და უფრო საუცხოო დიფუზორი.

უცნობია, გეგმავს თუ არა დიზაინერი რომელიმე აფთერმარკეტ ტუნერთან თანამშრომლობას, რათა ეს მოდიფიკაცია რეალობად აქციოს, თუმცა, სულაც არ იქნება გასაკვირი, რომ ასეც მოხდეს.

Nissan-ის Z მოდელები ენთუზიასტებში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ხშირად წარმოადგენს განახლებისა და მოდიფიკაციების საგანს.