Mercedes-Benz-ი ახალი EQE 43 4MATIC და EQE 53 4MATIC+ მოდელების ყოვლისმომცველ გალერეას აქვეყნებს.
გერმანულმა ავტომწარმოებელმა მოდელები თებერვალში წარმოადგინა. ისინი Mercedes-AMG E 53 და E 63 მოდელების ელექტრულ ალტერნატივებად მიიჩნევა და მომხმარებელთა ხელშიც მალე აღმოჩნდებიან.
EQE 43 4MATIC და EQE 53 4MATIC+ მოდელებს აქვთ ერთნაირი 90.6 kWh ლითიუმ-იონური ბატარეების კომპლექტი, მაგრამ პერფორმანსის სხვადასხვანაირი დონე. EQE 43 4MATIC აღჭურვილია ორი ელექტროძრავით, რომლებიც ჯამში 469 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ და შედეგად, მანქანა 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 4,2 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად არის შეზღუდული და 210 კმ/სთ-ს შეადგენს. ერთი დატენვით მოდელი 462-დან 533 კილომეტრამდე მანძილს დაფარავს.
EQE 53 4MATIC+ ორი ძრავის განახლებული სისტემით არის აღჭურვილი და ჯამში 617 ცხენის ძალა აქვს. 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 3,5 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 22 კმ/სთ-ს შეადგენს. ერთი დატენვით მოდელი 444-დან 518 კილომეტრამდე მანძილს დაფარავს. ამას გარდა, აღჭურვილია AMG Dynamic Plus Package-ით, რაც სიმძლავრეს 677 ცხენის ძალამდე ზრდის და 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 3,3 წამში ავითარებს.