Tesla-ს განცხადებით, მისმა საბაზრო ღირებულებამ 40 მილიარდ დოლარზე მეტით მოიმატა მას შემდეგ, რაც კომპანია S&P Dow Jones Indices-მა დაადასტურა, რომ 21 დეკემბერს ავტომწარმოებელს S&P 500 ინდექსში დაამატებს.
Tesla-ს აქციების ფასმა 12 პროცენტით მოიმატა და კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 440 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
Bloomberg,-ის ცნობით, ამის გამო, 15 მილიარდით გაიზარდა ილონ მასკის ქონებაც, 117,5 მილიარდამდე. შედეგად, Tesla-ს დამფუძნებლის ქონებამ Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგისას გადააჭარბა და მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. სავარაუდოდ, მასკმა მხოლოდ წელს 90 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
S&P 500 ინდექსში Tesla შეუერთდება ისეთ კომპანიებს, როგორებიც არის Apple, Amazon-ი, Google, Microsoft-ი და Johnson & Johnson-ი.
S&P DJI-ის განცხადებით, მოგვიანებით გახდება ცნობილი ის კომპანია, რომელსაც Tesla ჩაანაცვლებს 500 ინდექსში. ილონ მასკის კომპანია S&P 500 ინდექსს დეკემბრის ბოლოს შეუერთდება და მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რიგებში მოექცევა.
დეკემბერში Tesla წარმოადგენს Cybertruck-ის საწარმოო ვერსიას, რომელიც, როგორც მასკი ამბობს, პროტოტიპთან შედარებით ექნება „მცირე გაუმჯობესებები“ და უკეთესი ვიზუალი.