Stellantis-მა ევროპისთვის განკუთვნილი თავის პირველი SUV-ი შექმნა, 2021 წლის Jeep Compass-ი. კომპაქტური, მაღალი მანქანა აღჭურვილია მე-2 დონის ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემით; განახლებულია შიდა და გარე ინტერიერიც, ისევე როგორც ძალური აგრეგატი.
დავიწყოთ დიზაინით — ევროპის Compass-ი შემოდგომაზე წარმოდგენილი ჩინეთის მოდელის კვალს მიუყვება. ვირტუალურად ისინი იდენტურია, აქვთ ერთნაირი LED ფარები, ფართო ქვედა ცხაურა და დიდი ცენტრალური ჰაერმიმღები. უკანა ნაწილში განახლებები გაცილებით მწირია, მაგრამ ყურადღებად ნამდვილად ღირს ინტერიერი, სადაც მნიშვნელოვანი სიახლეები დაგხვდებათ.
ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია ხელსაწყოთა ახალი პანელი და ბრენდის საინფორმაციო სისტემა Uconnect 5, რომელიც 8,4-ინჩიანი სენსორული დისპლეით არის წარმოდგენილი საწყის ვარიანტებში, მაღალ კომპლექტაციებში კი ეკრანის ზომა 10,1 ინჩია. მოდელს ასევე აქვს 10,25-ინჩიანი მაჩვენებელთა ციფრული დაფა, სმარტფონთან ინტეგრაცია, TomTom-ის ნავიგაცია და ხმის ამოცნობის სისტემა. რედიზაინის წყალობით, Jeep-მა გამოათავისუფლა დამატებითი სივრცე საბარგულისთვის — 2021 წლის Compass-ს წინამორბედთან შედარებით 4,4 ლიტრით მეტი მოცულობის საბარგული აქვს.
ყველა მოდელი აღჭურვილია მძღოლის დამხმარე მოწინავე სისტემებით, მათ შორის, მძღოლის ჩაძინების განგაშით, საგზაო ნიშნების ამომცნობით, სიჩქარის ჭკვიანი დამხმარით, ავტომატური საგანგებო მუხრუჭით, ქვეითთა და ველოსიპედით მოსიარულეთა დაფიქსირების სისტემით. ასევე წარმოდგენილია ადაპტური კრუიზ-კონტროლი, ზოლის შენარჩუნების სისტემა, რომელიც მანქანას ზოლის შუაში ტოვებს; შესაბამისად, ეს გახლავთ ავტომწარმოებლის პირველი მანქანა ევროპაში, რომელსაც მე-2 დონის ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემა აქვს.
ძრავების ხაზი მოიცავს ახალ, 1,3-ლიტრიან ბენზინის ძრავებს 128 და 148 ცხენის ძალით, რომლებიც დაკავშირებულია მექანიკურ და ორმაგი გადაბმულობის კოლოფებთან; ასევე ხელმისაწვდომია 1,6-ლიტრიანი დიზელის ძრავა 128 ცხენის ძალით, ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით. ყველა ამ მოდელს წინა წამყვანი თვლები აქვს, მაგრამ დატენვად ჰიბრიდ 4xe მოდელებს აქვთ სრული ამძრავი (ოთხივე წამყვანი თვალი), 187 და 237 ცხენის ძალა და ექვსსიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია.
მოდელების ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ Sport, Longitude, Limited, S და Trailhawk კომპლექტაციები.