ახალი კვლევა შეეცადა გაერკვია, რამდენად სწრაფად იყიდება მანქანები აშშ-ში COVID-19-ის პანდემიის დროს. როგორც მოსალოდნელი იყო, სიაში SUV-ები ლიდერობენ.

კვლევა ორგანიზაცია iSeeCars-მა ჩაატარა. 2020 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით გაყიდული 4,4 მილიონი ახალი და მეორადი მანქანის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ახალი მანქანა საშუალოდ 96,9 დღეში იყიდება; პანდემიამდე, 2019 წლის მარტიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, ეს მაჩვენებელი 57,8 დღეს შეადგენდა.

ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ახალი მანქანა Chevrolet Trailblazer-ი აღმოჩნდა; ის საშუალოდ 19 დღეში იყიდება. შემდეგ მოდიან Kia-ს მოდელები — Telluride და Seltos-ი, 25,7 და 31,3 დღით.

დანარჩენი მანქანების სია კი ასე გამოიყურება: