ახლახან Ferrari-მ 296 GTB ჰიბრიდი წარმოადგინა და მიუხედავად იმისა, რომ ის სრულიად ახალი მანქანაა, როგორც ჩანს, რაღაც საერთო აქვს Maserati MC20-თან. რამდენად ჰგავს ეს ორი შუაძრავიანი, უკანა წამყვანი თვლების მქონე სპორტული მანქანა ერთმანეთს? მოდი, განვიხილოთ.

ძალური აგრეგატი

ერთი დიდი საერთო ამ ორივე მანქანას ის აქვს, რომ V8 ძრავის ნაცვლად V6-ს იყენებენ. ერთნაირია მოცულობაც — 3.0-ლიტრიანი ტურბოჩაბერვიანი V6 ძრავა 296 GTB-ში 654 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, MC20-ში კი 621 ცხენის ძალას. რიცხვები ძლიერ ჰგავს ერთმანეთს და Maserati-ს არც დიდად დაუჟინია, რომ ძრავა მთლიანად მათი შექმნილია; შედეგად, ჩნდება იმის თეორიული შანსი, რომ ასე მცირე სხვაობა შეიძლება უბრალოდ სხვადასხვანაირი ტუნინგის შედეგი იყოს.

თუმცა, MC20-ისგან განსხვავებით, 296 GTB ჰიბრიდია და შესაბამისად, აქვს ელექტროძრავაც, რომელიც მანქანის სიმძლავრეს 819 ცხენის ძალამდე ზრდის. Maserati აცხადებს, რომ MC20-ის სრულად ელექტრო ვერსიაზე ისინიც მუშაობენ, რომელიც გაცილებით მძლავრი იქნება.

ექსტერიერის დიზაინი

296 GTB და MC20 ერთმანეთისგან ყველაზე მეტად ალბათ ამ ნაწილში განსხვავდებიან. გარდა შუაძრავიანი მანქანისთვის აუცილებელი დიზაინის ისეთი ელემენტებისა, ერთადერთი, რაც მათ აშკარად საერთო აქვთ, არის ზედა მიმართულებით გადაღუნული ფანჯრის ხაზი, რომელთა სტილიც ერთმანეთისგან მაინც ოდნავ განსხვავდება. საერთო ჯამში, 296 GTB ოდნავ ნაკლებად არის მოხრილი, ვიდრე MC20, მაგრამ მისი ფრთები უფრო გამოკვეთილია.

Maserati-ს ორი გამოსაბოლქვი მილი აქვს და მისი დიფუზორის ზონა ბამპერამდე გრძელდება; რაც შეეხება Ferrari-ს, მას მხოლოდ ერთი ცენტრალური გამოსაბოლქვი აქვს და დიფუზორი ბამპერისგან განცალკევებულია, რაც მას ოდნავ ნაკლებ სპორტულობას, მაგრამ უფრო ელეგანტურ უკანა ნაწილს აძლევს.

წინა მხარეს ორივე მანქანაზე კარგად არის წარმოჩენილი საკუთარი იდენტობა. Maserati-ს თავის საფირმო ცხაურა აქვს, Ferrari-ს კი წარსული მოდელებისგან ცოტა განსხვავებული.

ინტერიერის დიზაინი

სალონში ორივე მანქანა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა, ძალიან მსგავსია განლაგება. ორივე მოდელს აქვს ჰორიზონტალური ხელსაწყოთა პანელი. Ferrari უფრო მძღოლზე ფოკუსირებულია და იმდენად შორს წავიდა, რომ ამოიღო საინფორმაციო სისტემის ეკრანი; მაგრამ აღსანიშნავია, რომ არის გაცილებით ელეგანტური. რაც შეეხება Maserati-ს, მისი სალონი ოდნავ სპორტულად გამოიყურება და იყენებს ნახშირბადის ბოჭკოს დეტალებს.

საბაზრო პოზიციები

ორივე მანქანა მძლავრი, იტალიური შუაძრავიანი სუპერქარია, მაგრამ მსგავსებები სწორედ აქ მთავრდება. განსხვავებული ბრენდის ფილოსოფიისა და საბაზრო სეგმენტის გამო, Maserati-ს ფასი 210,000 დოლარიდან იწყება, რაც ნამდვილად არ არის იაფი. 296 GTB-ის ფასი კი უფრო მაღალია და დაახლოებით 321,000 დოლარია.

საერთო ჯამში, Ferrari არა მხოლოდ უფრო მძლავრი ჩანს, არამედ უფრო ელეგანტურიც. მიუხედავად ბევრი მსგავსებისა, ეს მოდელები სხვადასხვა სეგმენტისთვის არის განკუთვნილი, გამიზნულია სხვადასხვა მომხმარებელზე.

თქვენ რომელი უფრო მოგწონთ?