2021 წლის Ford Bronco Sport-ი მომხმარებლებმა სულ ახლახან მიიღეს, მაგრამ საავტომობილო აუქციონ Copart-ზე უკვე გამოჩნდა პირველი ნაავარიები ეგზემპლარები.
ძებნისას პორტალზე იპოვით სულ მცირე ექვს Bronco Sports-ს, რომელიც უკვე იყიდება ან უახლოეს მომავალში გაიყიდება. განსხვავებულია დაზიანებათა დონეც, მაგრამ ვისაც ამ SUV-ის ორიგინალი ნაწილები სურს, შეუძლია საკმაოდ იაფშიც გამოვიდეს.
პირველი ეგზემპლარი აუქციონზე უკვე გატანილია და მანქანა ჩიკაგოშია. მანქანას ჩაძირულის სტატუსი აქვს და სულ რაღაც 951 მილი აქვს გავლილი. დაზიანებული უკანა ნაწილი და შესაბამისად, 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბოძრავა შეიძლება ხელუხლებელიც იყოს. სალონში დაზიანებები დიდწილად არ შეიმჩნევა.
ყველაზე ცუდად დაზიანებულია Big Bend მოდელი, რომელიც დამწვარია. მისი მხოლოდ რამდენიმე ნაწილი შეიძლება იყოს გამოსადეგი.
აუქციონზე ნახავთ კიდევ ორ Bronco Sport Big Bend მოდელს, ერთი მათგანი შავია და გავლილი აქვს 1412 მილი; მეორე, ნაცრისფერი მოდელს 853 მილი აქვს გავლილი, შეჯახების შედეგად დაზიანებული მხარე.
და ბოლოს, ჩიკაგოშია კიდევ ერთი Outer Banks მოდელი, შავი Outer Banks-ი კი პიტსბურგში და მხოლოდ 258 მილი აქვს გავლილი. ორივე მანქანას წინა ნაწილი აქვს დაზიანებული.