Ford-მა და Google-მა ექვსწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს, რაც ავტომწარმოებელს საკუთარი ტრანსფორმაციის გეგმის დაჩქარებასა და დაკავშირებადი ავტომობილების მიმართულებით დაეხმარება.

გარდა ამისა, Ford-მა თავის საწყის ღრუბლოვან სერვისად Google Cloud-ი აირჩია, რის შედეგადაც გამოიყენებს Google-ის კომპეტენციას მონაცემებში, მის ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებას. თუმცა, ამ თანამშრომლობის უდიდესი სიახლე ალბათ მაინც ის არის, რომ 2023 წლიდან, Ford-ისა და Lincoln-ის ყველა ფასის ყოველი მოდელი Android-ზე იმუშავებს, მათ შორის იქნება Google-ის აპლიკაციები და ჩაშენებული სერვისებიც.

Ford-Google partnership

2023 წლიდან, ახალი Ford-ისა და Lincoln-ის მოდელების მფლობელები გამოიყენებენ ისეთ მახასიათებლებს, როგორებიც არის Google Assistant-ი და Google Maps-ი, წვდომა ექნებათ Google Play-სთან, საიდანაც სასურველი აპლიკაციების გადმოწერას შეძლებენ. Android-ის ახალი ოპერაციული სისტემა ისე შეიქმნება, რომ მინიმუმამდე შეამციროს მძღოლისათვის ყურადღების გაფანტვა და მას დაკავშირებული მანქანის უფრო ეფექტიანი გამოცდილება შესთავაზოს.

„Ford-ი საკუთარ ისტორიაში ყველაზე სიღრმისეული ტრანსფორმაციის ეტაპს გადის ელექტრიფიკაციისკენ, დაკავშირებადობისა და თვითმართვადობისკენ; შესაბამისად, ძალები გავაერთიანეთ Google-თან, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ ნამდვილად უმაღლესი გამოცდილება და მოვახდინოთ ჩვენი ბიზნესის მოდერნიზაცია“, — ამბობს Ford-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ ფარლი.

ორი კომპანია შექმნის ახალ სათანამშრომლო ჯგუფს, სახელად Team Upshift-ს, რომელიც ორივე კომპანიის შესაძლებლობებისა და გამოცდილების გამოყენებით მრავალ ახალ პროდუქტს შექმნის.