2020 წელს Ford-მა 7.3-ლიტრიანი Godzilla V8 ძრავა შექმნა, რომლითაც ძველი Modular V10 ჩაანაცვლა. პოპულარობის გამო, როგორც ჩანს, კომპანია მის ორმაგ ტურბო ვერსიასაც შექმნის.
ინფორმაციას პორტალი Ford Authority აქვეყნებს, რომლის დამოუკიდებელი წყაროებიც აცხადებენ, რომ ჩაბერვიანი ვარიანტი სულ მცირე ორ Ford Super Duty მოდელში იტესტება. ისინი დარწმუნებული არ არიან, რომ ეს ძრავა წარმოების ეტაპს ნამდვილად მიაღწევს, მაგრამ ტესტირება რეალურ გარემო პირობებში მიმდინარეობს. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფოტოების გადაღება ვერ შეძლეს, Ford Authority-ს წყაროები აღნიშნავენ, რომ ტესტერები აღჭურვილი იყო ორმაგი ტურბოჩაბერვიანი ძრავით, რომელსაც წინა კუთხეებში სიცხისგან დამცავები ჰქონდა, ისევე როგორც კაპოტთან მოსარგებად შეცვლილი ფორმა.
ჯერ კიდევ დეკემბერში, გამოცემა Carscoops-ი იუწყებოდა, რომ Ford-ი ამ ძრავის უფრო მძლავრ, Megazilla ვერსიაზე მუშაობდა.
Godzilla ძრავები ძირითადად Ford’s Super Duty-ს ხაზის პიკაპებში გვხვდება და ამჟამინდელ მდგომარეობაში, მათი შესაძლებლობის მაქსიმუმი 430 ცხენის ძალა და 644 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტია. თუმცა, ნაწილებზე მომუშავე გარე კომპანიებმა ადვილად შეძლეს მისი გაძლიერება და შესაბამისად, ლოგიკურია მისი ორმაგი ტურბო პოტენციალი.
უცნობია, რა დანიშნულების იქნება ეს ძრავა თუ მან ოდესმე მართლაც იხილა დღის სინათლე, მაგრამ ფაქტია, რაშიც არ უნდა გამოიყენონ, ნამდვილად საინტერესო მოდელი იქნება.