Ford-მა 7 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს 19 წლის ახალგაზრდას ოჯახს, რომელიც Ford Mustang-ით ავტოავარიაში დაიღუპა.
19 წლის ბრინა ბამგარნერი 2016 წელს დაიღუპა, როდესაც მის 2014-წლიან Ford Mustang-ს პიკაპი შეეჯახა და მანქანა აალდა. სარჩელში ნათქვამია, რომ Mustang-ი „დეფექტიანად იყო შექმნილი, რითაც აალებისადმი არაგონივრულ მიდრეკილებას ქმნიდა ნორმალურ და პროგნოზირებად სამუშაო პირობებში“.
ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ფორდი 99 პროცენტით იყო დამნაშავე ბამგარნერის სიკვდილში. იქვე აღნიშნავენ, რომ Mustang-ა შეჯახების დროს ვერ უზრუნველყო რეზერვუარიდან სამუხრუჭე სითხის გაჟონვა. დანარჩენ ერთ პროცენტში დამნაშავედ პიკაპის მძღოლი ცნეს.
გამოცემა Charleston Gazette-Mail-ის ცნობით, ანა ერიქსონი 1989 წლის Toyota პიკაპს მართავდა, როდესაც მან ავტომაგისტრალიდან გადაუხვია. გზის სავალ ნაწილზე დაბრუნების შემდეგ, მან ცენტრალური ხაზი გადაკვეთა და ბამგარნერის Mustang-ს შეეჯახა. გარდაცვლილი გოგონას დედის წარმომადგენელმა ადვოკატებმა ნაფიც მსაჯულებს მოახსენეს, რომ 19 წლის ახალგაზრდა ცოცხლად დაიწვა, რადგან ის საკუთარ Ford-ში გაიჭედა.
Ford-ის ადვოკატმა კი განაცხადა, რომ პიკაპი Mustang-ს მძღოლის მხარეს სახსარს კუთხით შეეჯახა, რის გამოც ბამგარნერი გაიჭედა და მანქანიდან გამოქცევა ვერ შეძლო.
საბოლოოდ, სასამართლომ Ford-ს 2 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა გოგონას „ტკივილისა და ტანჯვისთვის“, 5 მილიონი დოლარის გადახდა კი მისი სიკვდილის გამო დედამისის ფსიქიკური ტანჯვისთვის. Ford-ი ამჟამად საკუთარ ვარიანტებს განიხილავს და უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას.