გერმანიის ქალაქ ლუდვიგსბურგში, 23 წლის მამაკაცს რამდენიმე ჯარიმა დაეკისრა, მართვის მოწმობა ერთი წლით ჩამოერთვა და საკუთარი BMW 440i-ის გაყიდვა დაეკისრა იმის გამო, რომ აპრილში პოლიციისგან გაქცევა სცადა.

BMW-ს მძღოლი მეგობრებთან ერთად მოედანზე სეირნობდა და გავრცელებული ინფორმაციით, დრიფტაობდა კიდეც. როდესაც თავზე პოლიცია დაადგა, გაქცევა გადაწყვიტა და იქაურობას მოსწყდა. პოლიციის ოფიცერმა ადევნება სცადა, მაგრამ ამაოდ.

„ჩვენი სამსახურებრივი მანქანით, რომელსაც 192 ცხენის ძალა აქვს, მაქსიმალური სიჩქარით გავეკიდე, მაგრამ ვერ მივყევი. უარი ვთქვი მარიენშტრასეს ქუჩაზე, რადგან იქ სიჩქარის მაქსიმუმი 120 კმ/სთ-ია“, — ამბობს პოლიციის ოფიცერი.

დევნა საკმაოდ სახიფათო იყო, რადგან ეს პროცესი ქალაქ ლუდვიგსბურგის ქუჩებში ხდებოდა. 23 წლის მამაკაცს ბრალი ედება გაქცევის დროს შუქნიშნების წითელზე და ტროტუარებზე გავლაში, რაც მან სასამართლოზე უარყო.

მძღოლი არ აღიარებს არც სიჩქარის გადაჭარბებას და ამბობს, რომ პოლიციის გამოჩენისას პანიკაში ჩავარდა და ამ ყველაფერს პანდემიით გამოწვეულ სტრესს აბრალებს. მოსამართლემ სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა საგზაო მოძრაობის ფსიქოლოგს.

მოსამართლემ მართვის მოწმობის ჩამორთმევა მძღოლს კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივა და ასევე ბრძანა, რომ მან მომდევნო სამ თვეში მანქანა უნდა გაყიდოს და სახელმწიფო ბიუჯეტში ჯარიმის სახით 7000 ევრო შეიტანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მანქანის კონფისკაცია.

„სწრაფი მანქანა სათამაშო არ არის და შეიძლება იარაღად იქცეს. გაქცევისას, ახალგაზრდა კაცს სერიოზულად შეიძლება სერიოზულად დაეზიანებინა ქვეითები“, — ბრძანა მოსამართლემ.