GMC პირველი ელექტრო Hummer-ის პროტოტიპის საიმედოობის ტესტებს აგრძელებს — ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე მომქანცველი, ზამთრის ტესტირება მიჩიგანის შტატის ჩრდილოეთში ჩატარდა.

კომპანია პირობას დებს, რომ მანქანაზე მუშაობის პროცესის ყოველ დეტალს გაასაჯაროებს, რადგან ელექტრო Hummer-ის წარმოების დაწყება 2021 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

General Motors-მა ელექტრო პიკაპს უკვე მრავალი ვირტუალური ტესტირება ჩაუტარა, რამაც პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა.

Hummer EV-ს ექნება სამი ელექტროძრავა, რომელთა სიმძლავრეც ჯამში 1000 ცხენის ძალა და 15 592 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი იქნება; შედეგად, მანქანა 0-96 კმ/სთ სიჩქარეს სამ წამზე ნაკლებ დროში განავითარებს.

მოდელის მწარმოებლურობის ინჟინრის, ტოდ ჰაბარდის განცხადებით, Hummer EV-ს ექნება 13-ინჩიანი საკიდარი, საჭის მექანიზმი ოთხი თვლის მართვით და 35-ინჩიანი საბურავები. შესაძლებელი იქნება 37-ინჩიანი საბურავების დაყენებაც და კომპანია პირობას დებს, რომ e4WD სისტემით მანქანა ოფროუდთა წესების წიგნს ხელახლა დაწერს.

ძალური აგრეგატი იყენებს GM-ის ახალ, Ultium ბატარეებს, რომლებიც ერთი დამუხტვით მანქანას 563 კილომეტრს გაატარებს; 350 კილოვატიანი სწრაფი დამტენით 10-წუთიანი დამუხტვით, მანქანა 160 კილომეტრს გაივლის.