General Motors-ისა და კომპანია Lockheed Martin-ის მიერ NASA-ს Artemis-ის პროგრამისთვის შექმნილმა მთვარემავალმა, თუკი საბოლოოდ მას შეარჩევენ, შეიძლება იმავე Ultium ბატარეებზე იმუშაოს, რომლითაც ავტომწარმოებლის ჩვეულებრივი ელექტრომანქანებია აღჭურვილი.

სულაც არ იქნება NASA-სთვის ისეთი ელექტრომობილის შექმნა, რომელიც მთვარის სასტიკ გარემოს გაუძლებს. მანქანას მთვარეზე -126-დან -137 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურაში მოუწევს მუშაობა და ამავე დროს, უნდა გადაურჩეს მთვარის აბრაზიულ მტვერსაც.

„ვაპირებთ, რომ ჩვენი Ultium ბატარეები გამოვიყენოთ იმ ყველაზე სასტიკ გარემოში, სადაც შეიძლება ოდესმე ნახოთ ელექტრომობილის ბატარეები. შედეგად, უკეთესად გავიგებთ, როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი ბატარეები და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ასეთ გარემოში მუშაობს და უზრუნველყოფს ავტონომიურ მართვასა და საიმედოობას. შემდეგ, იგივე ბატარეები გამოჩნდება ჩვენს Ultium პროდუქტებში აქ, დედამიწაზე“, — ამბობს GM-ის მთვარის პროგრამის უფროსი ინჟინერი ბრენტ დიფი.

ასეთი მთვარემავალის შესაქმნელად, GM-ი იმ გაკვეთილებს გამოიყენებს, რომლებიც GMC Hummer EV-ის ძვირადღირებული ვირტუალური ტესტირებით ისწავლა კორონავირუსის პანდემიის დროს.

ბატარეების გარდა, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე კარგად გამოიცდება GM-ის მოწინავე სანავიგაციო სისტემებიც.

მთვარემავალი