Honda Access-ის ოფიციალური აქსესუარებით აღჭურვილი 2023 წლის Civic Type R საჯაროდ პირველად გამოჩნდა.

ეს კონკრეტული Civic Type R იაპონიაში, 6-7 აგვისტოს გამართულ 2022 წლის Super GT ჩემპიონატზე გამოჩნდა.

Honda Access-ის მიერ ამ მოდელში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი განახლებაა ნახშირბადის ბოჭკოს ახალი უკანა ფრთა. ის სულ რაღაც 1 კგ-ს იწონის და დაყენებულია გაცილებით გამოკვეთილად და აგრესიულად.

შენიშნავთ, რომ ამ კონკრეტული Civic Type R-ის ყველა დეტალი გადაწყვეტილია Sonic Gray Pearl ფერში და აქვს კაშკაშა წითელი სარკეები, რაც სრულყოფილად ეხამება მუხრუჭის წითელ სუპორტებსა და წითელ ემბლემებს.

როგორც ჩანს, Honda Access-მა აქტიურად იმუშავა ინტერიერის ნაწილებზეც. ცნობილია, რომ კომპანია აქსესუარების გაყიდვას იაპონიაში სექტემბერში დაიწყებს. უცნობი რჩება, როდის იქნება ისინი ხელმისაწვდომი სხვა ბაზრებზე.

ახალი Civic Type R-ის შესახებ უკვე დადასტურებულია გარკვეული ტექნიკური დეტალები. ვიცით, რომ ექნება ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავა, მაგრამ ჯერ უცნობია სიმძლავრე. ერთ-ერთი იაპონური წყაროს მიხედვით, JDM ვარიანტებს 326 ცხენის ძალა ექნება, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია წინა წამყვანი თვლების სისტემის მქონე მოდელისთვის.