Honda-მ 2022 წლის Civic Si წარმოადგინა, რომელსაც ის ახასიათებს, როგორც საუკეთესოდ მოსახმარს, საუკეთესოდ აღჭურვილს და სამართავად ყველაზე თავშესაქცევ Civic Si-ს ისტორიაში. უახლესი Civic-ი აღჭურვილია 1.5-ლიტრიანი ძრავით, რომელსაც ექსკლუზიურად ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს და იგივე ბრუნთა შეხამების ტექნოლოგია, რაც Type R-ს.

Honda იმედოვნებს, რომ გულშემატკივრები დიდ ყურადღებას არ მიაქცევენ იმ ფაქტს, რომ ახალ Civic Si-ს 200 ცხენის ძალა აქვს ამჟამინდელი მოდელის 205 ცხენის ძალისგან განსხვავებით. თუმცა, ამის ნაცვლად, აქვს ენერგიის უკეთესი გამომუშავება.

ბრუნი მომენტის მაქსიმუმი წუთში 300 ბრუნით უფრო მეტია და წუთში 6500 ბრუნს შეადგენს.

ძრავას აქვს უკეთესი შეპასუხებაც, რაც 26 პროცენტით უფრო მსუბუქი მქნევარას დამსახურებაა. ორმაგ-კოჭიანი გამოსაბოლქვი სისტემის წყალობით, უკეთესია ხმაც; ეს სისტემა აირის დენას 27 პროცენტით აუმჯობესებს (Civic Touring-თან შედარებით). აქვს ხელოვნური ხმაც.

ერთადერთი არჩევანია ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელსაც Civic Type R-ის ბრუნთა შეხამების სისტემა აქვს, რაც მანქანის მართვას რაც შეიძლება თანაბარს ხდის.

ისტორიაში ყველაზე უდრეკი Civic Si

2022 წლის Civic Si-ს ახალ ძარას 8 პროცენტით უფრო მტკიცე გრეხვითი სიმტკიცე აქვს და 13 პროცენტით უფრო მეტი გაღუნვითი სიმტკიცე, ვიდრე ამჟამინდელ მოდელს. ეს ყველაფერი უფრო შთამბეჭდავი ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ასევე აქვს 12,7 მილიმეტრით უფრო განიერი უკანა ბორბლები სტაბილურობისთვის და 35,5 მილიმეტრით უფრო განიერი თვლების ბაზა მშვიდი სიარულისთვის.

ოპტიმიზებულია საკიდარიც — წინა ზამბარები რვა პროცენტით უფრო დაჭიმულია, უკანები კი 54 პროცენტით, ვიდრე 2022 წლის სტანდარტულ Civic-ში. გარდა ამისა, სპეციალურად Si-სთვის არის მორგებული ამორტიზატორები.

სტაბილურობის გაუმჯობესების მიზნით, წინა ვიბროიზოლატორები Civic Type R-დან არის გადმოტანილი და 79 პროცენტით უფრო დაჭიმულია, ვიდრე Civic EX სედანში.

ახალ Si-ს აქვს უფრო დიდი მუხრუჭები, წინ 12,3-ინჩიანი როტორებით და უკან 11,1-ინჩიანი როტორებით. ყველა სეზონის საბურავების ზომა 235/40R18-ია.

გარეგნული მშვენება

სტანდარტულ სედანთან მიმართებაში, გარედან Si-მ რამდენიმე ცვლილება განიცადა. უფრო აგრესიულია ზედა წინა ბამპერები, უკანა ბამპერები კი ისეა მოდიფიცირებული, რომ მოერგოს ორ გამოსაბოლქვ მილს.

წინა სპოილერი მანქანაშია ჩამალული, უკანა შავი სპოილერი კი საბარგულის კარის თავზეა დაყენებული და მანქანას მიმჭერ ძალას მატებს მაღალ სიჩქარის სტაბილურობის გასაუმჯობესებლად.

სტანდარტის სახით არის LED ფარები და უკანა გაბარიტული ფარები, 18-ინჩიანი და 10-სხივიანი ალუმინის დისკები.

ძარის მიღმა მშვენება

წინა მგზავრებისთვის განკუთვნილია ექსკლუზიურად Si-ს სპორტული სავარძლები ჩაშენებული თავის მისაყრდნობებით და მხრებთან უფრო გამოკვეთილი მორგებით.

ახალ Civic Si-ს აქვს სპორტული პედლები და წითელი ნაქარგები კარებზე, საჭეზე, მკლავის ცენტრალურ დასადებზე, სიჩქარეების გადამრთველ ბერკეტზე. 7-ინჩიანი მაჩვენებელთა ფერადი დაფა მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს, 9-ინჩიან სენსორულ დისპლეის კი აქვს Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მხარდაჭერა. ასევე ნახავთ Bose-ის 12-დინამიკიან პრემიუმ აუდიოსისტემას.

ხელმისაწვდომი წელსვე იქნება

2022 წლის Honda Civic Si-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ავტომწარმოებელი სადილერო პუნქტების მომარაგებას წლის ბოლომდე გეგმავს.