იმ მძღოლებისთვის, რომლებიც ხმაურიან V8 ძრავებს იყვნენ მიჩვეული, ელექტომობილების სიჩუმე შეიძლება შემაწუხებელი იყოს.
ამის დასაკომპენსირებლად, რამდენიმე ავტომწარმოებელმა საკუთარი ელექტრომანანებისთვის უნიკალური ხმები შექმნა. ასე უკვე მოიქცნენ BMW და Mercedes-ი. ამჯერად, „ელექტრომანქანის ხმის გამაძლიერებელი“ (EVSE) Bose-მ შექმნა 2022 წლის GMC Hummer EV-ისთვის.
Bose-ს განცხადებით, მისი EVSE ტექნოლოგია სპეციალურად შექმნილ პროპულსიურ ხმებს სალონშიც გზავნის Bose-ს სპიკერებით, რათა უფრო დაიწმინდოს და გაძლიერდეს აკუსტიკური გარემო.
EVSE ტექნოლოგია ქარის, გზისა და საბურავების ხმაურის დასაფარად არის შექმნილი და იყენებს Bose-ს კუთვნილ ალგორითმს, ასევე მანქანიდან შეგროვებულ ინფორმაციას. კომპანიამ ხმების სხვადასხვა პროფილები შექმნა და მართვის „ნორმალურ“ რეჟიმში ხმა არის ნაზი, უზრუნველყოფს აუდიო ტექსტურას მანქანის გზაზე სვლისთვის.
Terrain რეჟიმში უფრო მკვეთრი ბასის ტონია, რაც მძღოლს მანქანის მუშაობაზე კონცენტრაციაში ეხმარება. კერძოდ, ხმაც Hummer EV-ის დატვირთვის პარალელურად ძლიერდება.
Off-Road რეჟიმში, როდესაც მანქანა უფრო სწრაფად მოძრაობს უხეშ რელიეფზე, მაგალითად, ტალახში, ხრეშში ან ქვიშაში — უფრო ღრმა ხმაური ისმის.
EVSE ტექნოლოგია ყველაზე შესაგრძნობია Hummer EV-ის დაქოქვის რეჟიმში, რასაც Watts to Freedom-ს უწოდებენ. ხმა მძღოლს მიანიშნებს, როდის არის მანქანა დაძვრისთვის მზად. Hummer EV-ს 1000 ცხენის ძალა აქვს და 0-96 კმ/სთ სიჩქარეს დაახლოებით სამ წამში ავითარებს.
გარდა ელექტრომანქანის ხმის გამაძლიერებელი სისტემისა, GMC Hummer EV აღჭურვილია Bose -ს 14-სპიკერიანი სისტემით.