Jeep-ი ადასტურებს, რომ V8-ძრავით აღჭურვილი Jeep Wrangler 392 კონცეპტის საწარმოო ვერსიას გამოუშვებს.
რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე Ford-ი ახალ Bronco-ს წარმოადგენდა, Jeep-მა საზოგადოებას წარუდგინა Wrangler Rubicon 392 V8 კონცეპტი. თუმცა, უკვე აშკარად მარკეტინგული სვლა იყო, როდესაც ამის შემდეგ კომპანიამ Wrangler-ის ახალი კონკურენტისგან ყურადღება გადაიტანა. კონცეპტმა გულშემატკვრებზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ კომპანიამ საბოლოოდ დაადასტურა მომავალში მისი წარმოება.
ამის დასადასტურებლად Jeep-მა ინსტაგრამი გამოიყენა, სადაც კომპანიამ Wrangler V8-ის ორი თიზერი ვიდეო გამოაქვეყნა. პირველი თიზერი ადასტურებს, რომ ის #NotAConcept-ია, მეორე თიზერი ვიდეოს აღწერაში კი ნათქვამია, რომ ის გვპირდება „თავგადასავალს ძალაუფლებით“; თავად ვიდეოში კი ასახულია პროდუქციამდელი პროტოტიპის ოფროუდ მოძრაობა ქვიშის დიუნებში.
საწარმოო მოდელის სპეციფიკაციებს Jeep-ი ჯერ არ ამხელს, მაგრამ ადასტურებს, რომ ის მომავალ წელს იქნება ხელმისაწვდომი.
დიდი ალბათობით, საწარმოო მოდელი მექანიკურად იდენტური იქნება Rubicon 392 კონცეპტთან. შესაბამისად, მას უნდა ჰქონდეს 6.4 ლიტრიანი ატმოსფერული ჩაბერვის V8 ძრავა 450 ცხენის ძალით და 609 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით. კონცეპტის შემთხვევაში, ამ ძრავასთან დაკავშირებული იყო განახლებული, რვასიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, რომელიც ენერგიას ოთხივე წამყვანი თვლის სისტემას უგზავნის და შედეგად, ოფროუდერი 96 კმ/სთ სიჩქარეს ხუთ წამზე ნაკლებ დროში ავითარებს.