Grand Tour-ის თანაწამყვანმა და The Sunday Times-ის მიმომხილველმა ჯერემი კლარკსონმა გამოცემა News UK-ის მიერ ორგანიზებულ საავტომობილო დაჯილდოებაზე (News UK Motor Awards) თავის ფავორიტი წლის სუპერმანქანა დაასახელა.
ეს პატივი Eagle Lightweight GT-ს ერგო, რომელიც Jaguar E-Type Lightweigh-ის განახლებულ ვერსიას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი თავის დროზე ნამდვილი საავტომობილო განძი იყო, უბერებელი დიზაინით, მდიდრული ინტერიერითა და ნაკლები წონით (1017 კგ).
Eagle Lightweight GT-ი 96 კმ/სთ სიჩქარეს 5 წამზე ნაკლებში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე 273 კმ/სთ-ია და აღჭურვილია 4.7 ლიტრიანი ატმოსფერული ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავით. ძრავას აქვს ალუმინის ბლოკი და Weber-ის სამი კარბურატორი, ავითარებს 380 ცხენის ძალას; დაკავშირებულია ხუთსიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან.
გაერთიანებულ სამეფოში წელიწადში მხოლოდ ორი ეგზემპლარი Eagle Lightweight GT-ი იწარმოება; თოთოეული მანქანის აწყობისთვის 8000 საათია საჭირო.
დაჯილდოების ფარგლებში, კლარკსონმა ასევე დაასახელა წლის სახალხო მანქანა — MINI JCW GP. ეს სუბკომპაქტური ჰეტჩბეკი აღჭურვილია 2.0 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ორმაგი ტურბოძრავით, რომელიც 301 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 100 კმ/სთ-ს 5,2 წამში ავითარებს; მაქსიმალური სიჩქარე 265 კმ/სთ-ია. წელიწადში იწარმოება მხოლოდ 3000 ეგზემპლარი.
გამარჯვებულების სრული სია:
- ჯერემი კლარკსონის წლის სუპერმანქანა: Eagle Lightweight GT
- ჯერემი კლარკსონის წლის სახალხო მანქანა: Mini John Cooper Works GP
- The Sun-ის წლის მანქანა: Vauxhall Corsa-e
- The Sunday Times Car-ის წლის მანქანა: Porsche Taycan და Volkswagen Golf 8
- წლის პატარა SUV/ქროსოვერი: Ford Puma
- წლის დიდი SUV-ი: Volvo XC90 Recharge
- წლის ქალაქის/პატარა მანქანა: Honda e
- წლის სპორტული მანქანა: Porsche 911 Turbo S
- წლის ელექტრომობილი: Porsche Taycan
- წლის ყველაზე ღირებული მანქანა: Volkswagen Up! GTI
- წლის ცხელი ჰეტჩბეკი: Audi RS5 Sportback
- ბრიტანეთში წარმოებული წლის მანქანა: MINI Electric
- The Sun-ის წლის საოჯახო: Range Rover Evoque
- The Sun-ის ლეგენდის ჯილდო: Ford Fiesta ST
- The Sun-ის წლის ვაგონი: Volkswagen Caddy
- წლის ძაღლებისადმი მეგობრული მანქანა: Land Rover Defender 110
- წლის საუკეთესო დიზაინის მანქანა: Aston Martin DBX
- Sunday Times-ის წლის საოჯახო მანქანა: Volkswagen Golf 8
- წლის სათავგადასავლო მანქანა: Land Rover Defender
- წლის ავტო ინოვაცია: Polestar Android Auto
- წლის ავტო პერსონა: ლანდო ნორისი
- წლის ავტომწარმოებელი: Volkswagen
- წლის მდიდრული მანქანა: Bentley Flying Spur