ჯასტინ ბიბერს საკმარისზე მეტი ფული აქვს ძვირად ღირებული მანქანების შესაძენად და ასეც იქცევა.

კანადელი მომღერალი მანქანების მზარდ კოლექციას ფლობს. ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა მისი უახლესი შენაძენის შესახებ — Rolls-Royce Wraith-ი, რომელიც ძირფესვიანად არის გადაკეთებული კომპანია West Coast Customs-ის მიერ, თანაც იმდენად, რომ ოდნავაც არ ჰგავს Rolls-Royce-ის არც ერთ ამჟამინდელ პროდუქტს.

მანქანა ცოტა ხნის წინ იუთუბერმა effspot-მა შენიშნა და ის მართლაც საუცხოოა. აშკარაა, რომ მანქანაზე მუშაობისას, West Coast Customs-ს სურდა შეექმნა რაღაც უფრო ფუტურისტული, რისთვისაც ექსტერიერის თითქმის ყველა პანელი შეცვალა.

მდიდრულ სედანს წინა მხარეს ახალი ფარები აქვს და გამოირჩევა სტანდარტულ Wraith-ზე უფრო პატარა ცხაურით, უნიკალური ჰაერმიმღებებითა და განსხვავებული კაპოტოთ. წინა და უკანა თვლების ხუფებისა და თაღების წყალობით, სულ სხვა დონეზეა აყვანილი მანქანის გვერდითა მხარეები. West Coast Customs-მა გვერდითა სარკეებიც კი მოხსნა და ისინი წინა თვლების თაღებზე დამონტაჟებული ციცქნა კამერებით ჩაანაცვლა. ცვლილებები უკანა ნაწილშიც გრძელდება და მოიცავს სამკუთხა გაბარიტულ ფარებს.

გავრცელებული ვიდეოდან ძნელია იმის გარკვევა, არის თუ არა მოდიფიცირებული სალონიც, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რამდენად განსხვავდება ექსტერიერი სტანდარტული მოდელისგან, ალბათ სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ ინტერიერიც ზედმეტად არის შეცვლილი.