Kia ოფიციალურად ადასტურებს, რომ EV9 კონცეპტის საწარმოო ვერსია ევროპაში 2023 წლიდან გაიყიდება; ასევე წარმოდგენილი იქნება ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ბაზრებზეც. სრულად ელექტრო EV9 პირველი დიდი SUV-ი იქნება Kia-ს ევროპის ხაზში და ფლაგმანის როლს მოირგებს მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის მაღალი ტექნოლოგიებით.
საწარმოო ვერსია 2021 წელს წარმოდგენილი კონცეპტის ზომებს შეინარჩუნებს. EV9 კონცეპტის სიგრძე კი 4930 მილიმეტრია, სიგანე 2055 მმ, სიგანე 1790 მმ, თვლების ბაზის კი 3100 მმ. შედეგად, ის იგივე ზომისაა, რაც შიგაწვის ძრავიანი BMW X5 და Mercedes-Benz GLE, რომლებიც ევროპაში საშუალო ზომის SUV-ებად არის კლასიფიცირებული.
ახალ SUV-ს აქვს Kia-ს დიზაინის ენა “Opposites United“, რომლის დებიუტიც EV6-ში შედგა და თანდათან მთელი ხაზი მოიცვა. კონკრეტულად EV9-ის შემთხვევაში, დიზაინერთა შთაგონების წყარო გახდა თემა „გაბედულება ბუნებისთვის“, რაც აერთიანებს ექსტერიერის უხეშ, კუთხოვან ზედაპირსა და ტევად, ტექნოლოგიებით სავსე, სამრიგიან სალონს.
EV9 პირველი მოდელი იქნება, რომელშიც ვიხილავთ Kia-ს ავტონომიური მართვის ტექნოლოგია “AutoMode”-ს, რომელიც 2026 წლამდე თანდათან ძირითადი ბაზრების ყველა მოდელზე გავრცელდება.
უცნობია, შეინარჩუნებს თუ არა საწარმოო EV9 მასიურ, 27-ინჩიან ულტრაფართო სენსორულ დისპლეის, რომელიც კონცეპტში ვიხილეთ, მაგრამ აუცილებლად ექნება მოწინავე საინფორმაციო სისტემა.
Kia-მ უკვე დაადასტურა, რომ მის ძმობილ Hyundai Ioniq 7-თან ერთად, Kia EV9 დაფუძნებული იქნება E-GMP პლატფორმის გაწელილ ვერსიაზე და არამის უფრო დახვეწილ ვერსია Integrated Modular Architecture (IMA)-ზე, რომელსაც 2025 წელს ვიხილავთ.
კომპანია ჯერ არ ამხელს დეტალებს ელექტრო ძალური აგრეგატის შესახებ, მაგრამ დიდი ალბათობით, ის შედგება ორი ძრავისა და ოთხივე წამყვანი თვლის სისტემისგან. მიუხედავად SUV-ის ზომისა, Kia აღნიშნავს, რომ EV9 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 5 წამში განავითარებს. ძარის ძირში ჩამონტაჟებული დიდი მოცულობის ბატარეა ერთი დამუხტვით 540 კილომეტის დაფარვას უზრუნველყოფს, ულტრასწრაფი დამტენი კი 100 კილომეტრისთვის საკმარის მუხტს სულ რაღაც ექ ვს წუთში მისცემს.