Toyota საკუთარი GR ბრენდირებული მოდელების დიაპაზონის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს. მათ შორის შეიძლება იყოს შემდეგი თაობის Land Cruiser 300 სერიის სპორტული ვერსიაც.
GR Supra და GR Yaris-ი ამჟამად ავტომწარმოებლის ერთადერთი მოდელებია Gazoo Racing-ის ემბლემით, მაგრამ მალე, გარკვეულ ბაზრებზე მათ შეუერთდება GR Corolla. Toyota-მ ცოტა ხნის წინ ასევე შემოგვთავაზა, რომ რიგში დგას GR Hilux-ი და GR Fortuner-იც. კომპანიის პრესსპიკერმა სხვა GR მოდელებიც არ გამორიცხა.
„არ არსებობს მიზეზი, რომ არ გვქონდეს Land Cruiser-ისა და HiLux-ის GR მოდელები. GR Hilux-ის სავაჭრო ნიშანი უკვე გვაქვს. განსაკუთრებულ ძალისხმევას ვახმართ, რომ სუფთა GR მოდელებიდან არ გამოირიცხოს GR ქვებრენდული მოდელებიც“, – განუცხადა მან გამოცემა Motoring-ს.
თუ Toyota მართლაც გამოუშვებს GR Land Cruiser-ს, შეიძლება მნიშვნელოვანი განახლებები შეიტანოს ძალური გადაცემის სისტემაში და სავალ ნაწილში, ისევე როგორც ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინში. Toyota-სთვის ერთ-ერთი შესაძლებლობა იქნება 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავის გამოყენება, რომელიც თავდაპირველად Lexus LC F-ისთვის შექმნა, მაგრამ გამოიყენა შემდეგი თაობის Lexus LX-ში, რომელიც რა თქმა უნდა, დაფუძნებულია Land Cruiser-ზე. დიდი ალბათობით, ეს არ მოხდება, რადგან ამ ძრავის მომავალი ჯერ გაურკვეველია.
მაშინ, როდესაც GR Supra და GR Yaris-ი ძირითადად ჩვეულებრივ გზებზეა ფოკუსირებული, Toyota-მ Land Cruiser-ის GR ვერსია შეიძლება უფრო ოფროუდ შესაძლებლობებზე ფოკუსირებული დაამზადოს. თუ ასე მოხდა, სავარაუდოდ ვიხილავთ საკიდრის უნიკალურ მოწყობას და უფრო მაღალ კლირენსს. სხვა სტანდარტულ მახასიათებლებს შორის შეიძლება იყოს უნიკალური თვლები, ოფროუდ საბურავები და უხეში დიზაინის ელემენტები.