Land Rover-ი ჯეიმს ბონდის უახლეს ფილმში, „სიკვდილის დრო არ არის“ საკუთარ მონაწილეობას Defender-ის სპეციალური გამოშვებით აღნიშნავს, რითაც პატივს მიაგებს მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმულ ჯაშუშს.
Land Rover Defender V8 Bond Edition-ი მხოლოდ 300 ეგზემპლარად გამოვა; ხელმისაწვდომია როგორც Defender 110-ის, ისე 90-ის სახით და შთაგონებულია მანქანით, რომელიც ფილმში გამოჩნდება. Bond Edition-ი მთლიანად შავშია გადაწყვეტილი. SUV-ს უკან ამშვენებს სიმბოლო Defender 007.
„Land Rover Defender V8 Bond Edition-ი ექსკლუზიური, ამ ისტორიაში ყველაზე მძლავრი Defender-ია, რომელიც წარმოადგენს ორი დიადი ბრიტანული ბრენდის შერწყმას და ჯეიმს ბონდთან Land Rover-ის 38-წლიანი თანამშრომლობის უნიკალურ აღნიშვნას“, — ამბობს Land Rover-ის ბრენდის დირექტორი ფინბარ მაკფალი.
მანქანა აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 518 ცხენის ძალას და 625 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. შედეგად, მოდელი 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 4,9 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 240 კმ/სთ-ია.
Land Rover Defender-ის გარდა, ჯეიმს ბონდის უახლეს ფილმში ასევე გამოჩნდება ორი Range Rover Sport SVR, ერთი Range Rover Classic-ი და Land Rover Series III. ფილმის პრემიერა 30 სექტემბერს შედგება.