ახალი Lexus RX-ი და ელექტრო RZ პოლარიზებული შპინდელისებრი ცხაურების ახალ ეპოქას იწყებენ, რომელიც წინა უფრო გამოკვეთილ ცხაურებს შეამსუბუქებს.
Lexus-ის დიზაინის გლობალური ხელმძღვანელის, კოიჩი სუგას განცხადებით, ამერიკული ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ დიდი შპინდელისებრი ცხაურები მომხმარებლებში უკმაყოფილებას იწვევდა და დიზაინში საჭირო იყო შესაბამისი ბალანსი.
„ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ის დართ ვეიდერს ჰგავდა. ზოგიც ელექტრო საპარსს ადარებდა, ზოგი კი ფილმების მონსტრს“, — ამბობს სუგა.
ელექტრიფიკაცია დიზაინის დეპარტამენტს ბევრი მოქმედების საშუალებას აძლევს, რადგან აღარ არის ცხელი ძრავის გაგრილების საჭიროება და შესაბამისად, აღარც დიდი ცხაურის, ან იქნებ საერთოდაც ცხაურის.
„გვსურს შევინარჩუნოთ შპინდელისებრი ცხაურის ფორმა, მაგრამ ის ყოველთვის ფუნქციონალურობას ეფუძნებოდა, იმას, რაც კაპოტქვეშ ხდებოდა“, — აღნიშნავს სუგა.
სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ Lexus-ის დიზაინის ახალი მიმართულება ითვალისწინებს ცხაურას, სრულიად „შპინდელისებრი ძარის“ სტილისთვის. დიზაინის ამ ახალ მიმართულებას პირველები მიიღებენ 2023 RX — კომპანიის საშუალოზომიანი SUV-ი და სრულად ელექტრო RZ.
ის შპინდელისებური ცხაურის საბაზისო ფორმას ითვალისწინებს, მაგრამ ლითონის ფირფიტებს შორის ხაზები ამჯერად დაბლარულია. ახალ, მეხუთე თაობის RX-ში კაპოტის წინა მხარე უფრო გამოკვეთილია, ცხაურას ზედა კუთხეები კი მთლიანად ძარას კარგად ერწყმის.
საერთო ეფექტი გახლავთ გაცილებით დაბალანსებული დიზაინი, პატარა ცხაურა კი ყურადღებას მთლიანად მანქანაზე ანაწილებს. სუგას განცხადებით, ამის მიზეზი მომხმარებლებისთვის მოსმენა და მათგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებაა.