მას შემდეგ, რაც ჯაშუშმა ფოტოგრაფებმა ზამთრის ტესტირებისას GranTurismo Folgore გადაიღეს, კომპანია მინიმალურად შენიღბული მოდელის ფოტოებს აქვეყნებს. ის Maserati-ს პირველი ელექტრომანქანა იქნება.

სამ ძლიერ ჩაბნელებულ ფოტოზე ჩანს ახალი 2+2 კუპეს წინა, გვერდითა და უკანა ნაწილები სრულად ელექტრო ფორმაში. თუმცა, მიჩნეულია, რომ კომპანია ბენზინის და ჰიბრიდულ ვერსიებსაც წარმოადგენს, ისევე როგორც Spyder/GranCabrio ვარიანტს.

გამოცემა Carscoops-მა ფოტოები გააღიავა და Maserati-ს დიდხანს ნანატრი მოდელის ექსტერიერის უფრო დეტალური ხედებიც გამოჩნდა. ის 2014 წლის Alfieri კონცეპტის საწარმოო ვერსია და ბოლო, წარმოებიდან 2019 წელს ამოღებული GranTurismo-ს საწარმოო ვერსიაა.

იმის გამო, რომ მანქანაში ჩვეულებრივი შიგაწვის სისტემაც უნდა მოთავსდეს, ზოგადი ფორმა ტრადიციული GT მანქანისას ჰგავს და აქვს გრძელი, დაბალი კაპოტი.

ფოტოს დაზუმვისას ჩანს ინტერიერის გარკვეული ნაწილიც.

Maserati-მ ერთხელ უკვე განაცხადა, რომ 2022 წლის EV-ი კომპანიის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი იქნება, 650+ ცხენის ძალით და 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 2,5 წამში განავითარებს. ეს შეიძლება MC20 Folgore იყოს და არა GranTurismo Folgore, მაგრამ Maserati ადასტურებს, რომ შოურუმებში პირველად GT გამოჩნდება. ხაზის სხვა ვერსიები იქნება 3.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6, რომელსაც 621 ცხენის ძალა ექნება და MC20 სუპერქარი სავარაუდოდ V8 ძრავით.

Maserati-მ უკვე დაადასტურა, რომ 2030 წლიდან ის მხოლოდ სრულად ელექტრომანქანებს გაყიდის. ხუთი წლით ადრე კი, 2025 წელს, Maserati თავის დიაპაზონის ყველა მანქანის 100 პროცენტით ელექტრო ვერსიას შემოგვთავაზებს. კომპანია აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით ის პირველი მდიდრული ბრენდი გახდება, რომელსაც 2025 წლისთვის საკუთარი ელექტრო ხაზის შექმნას დაასრულებს.