Mercedes-Benz-მა დააანონსა, რომ 2025 წლიდან ყველა მის მოდელს ელექტროვარიანტიც ექნება; ამავე დროს, გამოაქვეყნა პირველი სრულად ელექტრო Maybach-ის თიზერი.

სავარაუდო მანქანას Mercedes-Maybach EQS SUV-ის ფორმა აქვს, დაფუძნებულია სტანდარტულ EQS SUV-ზე, რომელსაც მომავალ წლამდე ვერ ვიხილავთ.

ბოლო თვეებში ინტერნეტში მხოლოდ რამდენიმე EQS SUV0ის პროტოტიპის ფოტომ გაჟონა; ყველა მათგანი სქელ სახვევებსა და კამუფლაჟებშია გახვეული და შესაბამისად, რთულია იმის დადგენა, რამდენად იქნება ის EQS სედანის მსგავსი. Maybach ვარიანტის ეს თიზერი ფოტო ადასტურებს, რომ EQS SUV-ს ექნება უნიკალური უკანა გაბარიტული ფარები, რათა განირჩეოდეს სედანისგან. თუმცა, აქვთ LED ფარების ერთმანეთის მსგავსი ხელწერა.

თიზერში ბევრი არაფერი ჩანს, გარდა ორტონიანი წითელი და შავი საღებავისა, უკანა დგარზე კი მოჩანს Maybach-ს ლოგო.

Maybach EQS SUV-ის ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ დიდი ალბათობით, იგივე ტექნოლოგიები უნდა ჰქონდეს, რაც EQS სედანს. ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ აგებულია სპეციალურ EV პლატფორმაზე და სავარაუდოდ, აქვს ორი ელექტროძრავა. გავრცელებული ინფორმაციით, Mercedes-ი ფლაგმანურ EQS სედანზე მუშაობს, რომელსაც 715 ცხენის ძალა ექნება და სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ სწორედ ამ კონფიგურაციას ვიხილავთ დიაპაზონის მოწინავე Maybach EQS SUV-შიც.