ასი წლის იუბილეს Maybach-ი Mercedes-Maybach S-Class-ისა და GLS-ის სპეციალური გამოშვებებით აღნიშნავს.
თითოეული მათგანი მხოლოდ 100 ეგზემპლარად გამოვა. მოდელები ვერცხლისფრად და ზღვისფრად იქნება შეღებილი, უნიკალური დისკები კი რუხში იქნება გადაწყვეტილი. სხვა ცვლილება ბევრი არაფერია, მაგრამ საიუბილეო მოდელებს ექნებათ Edition 100 ემბლემა დისკის სახურავებსა და უკანა დგარებზე.
სალონში კრისტალური თეთრი და მოვერცხლისფრო რუხი ტყავი შავ ხეს ერწყმის.
კომპანია ბევრ დეტალს არ ამხელს, მაგრამ ადასტურებს, რომ ულტრა-მდიდრულ GLS -ს აქვს 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 ძრავა, რომელიც 549 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შედეგად, მოდელი 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 4,9 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ია.
რაც შეეხება Mercedes-Maybach S-Class-ს, იგი აღჭურვილია 6.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V12 ძრავით, რომელიც 621 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მოდელი 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 4,4 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 209 კმ/სთ-ია.
მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ Maybach-ს ბრენდირების მქონე მანქანის გადასაფარებელს.