ცენტრში ბლოკირებადი დისკები მძლავრ სპორტულ და ეგზოტიკურ მანქანებში სარბოლო ავტომობილებიდან გადმოიღეს. ახალ Mercedes-AMG GT Black Series-ს შეკვეთა სწორედ ასეთი ექსკლუზიური დისკებით შეგიძლიათ.
გეტყვით, რომ ისინი მანქანას ქარხნულად არ მოყვება და დამზადებულია კომპანია Wheelsandmore-ის მიერ; მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს რამდენიმე სხვადასხვა ფორმისა და ზომის: 9×20 ინჩი წინა ღერძთან და 12×20 უკან, Michelin-ის S-Cup2 285/30 საბურავებით წინ და 335/30 უკან.
აღნიშნულ დისკებს UD-1 ჰქვია. წინები 9 კგ-ს იწონის, უკანა დისკები კი 12 კგ-ს. შედგება ალუმინისა და მაგნიუმის შენადნობისგან დამზადებული ცენტრალური ჩამკეტი ქანჩისგან, ბლოკირების საწინააღმდეგო ქანჩისგან, იმავე მასალისგან დამზადებული წრიული ჭანჭიკის ადაპტერისგან, რისგანაც ქანჩია და დისკის ხუფისგან. გერმანიაში დისკების რაოდენობა შეზღუდულია, გამოშვებულია მხოლოდ 25 ერთეული და ფასი 16 577 ევროს შეადგენს.
AMG GT Black Series-ს ვიზუალს ავსებს განახლებული მუხრუჭის სუპორტები, რომლებიც სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. Wheelsandmore ასევე მუშაობს სპორტულ გამოსაბოლქვ სისტემაზე.
თვლებისა და მუხრუჭების გარდა, ამ AMG GT Black Series-ს ასევე აქვს ამავე ტუნერის მიერ წარმოებული მართვის ბლოკი, რომელიც ორმაგი ტურბო V8-ის სიმძლავრეს 778 ცხენის ძალამდე და 870 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტამდე ზრდის; შედეგად, გერმანული სუპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 336 კმ/სთ-მდე აღწევს.
შედარებისათვის, საბაზრო მოდელს 720 ცხენის ძალა და 800 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი აქვს და აშშ-ში ფასი 325 000 დოლარიდან იწყება, მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ია. 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 3,2 წამში ავითარებს, 200 კმ/სთ-ზე კი 9 წამზე ნაკლებში ადის.