ახალი Mercedes-Benz S-Class-ი უკვე ძალიან ახლოს არის და მათ შორის იქნება ფლაგმანური S63e AMG მოდელიც, რომელსაც ელექტრიფიცირებული ძალური გადაცემის სისტემა ექნება.
Mercedes-Benz-მა რამდენიმე პროტოტიპი უკვე გაატესტინა ჟურნალისტებსაც, რა დროსაც, მათ ახალი S-Class-ის შესახებ საინტერესო დეტალებიც გაარკვიეს.
გამოცემა Car Magazine-ის ცნობით, ყველაზე მძლავრი მოდელი იქნება S63e AMG, რომელსაც 800-ზე მეტი ცხენის ძალა ექნება. სავარაუდოდ, მოდელი აღჭურვილი იქნება 4.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 603 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 201 ცხენის ძალას კი უკანა თვლებს ელექტროძრავა მიაწვდის.
S63e-ს ჯამში 904 ცხენის ძალა ექნება და სავარაუდოდ, 100 კმ/სთ-ს 3,5 წამში განავითარებს, რაც სერიოზულად შთამბეჭდავი მაჩვენებელია ამ ზომის მანქანისთვის.