Mercedes-ი 2021 წლის აშშ-ის ბაზრის ხაზისთვის ცვლილებებს აანონსებს. ცვლილებები A-Class სედანით იწყება – მოდელს ექნება ბრმა ზონების დამხმარე ტექნოლოგია და 18-ინჩიანი ახალი ორფერი დისკები. სტანდარტის სახით იქნება წარმოდგენილი MBUX ინტერიერის დამხარეც.
C-Class სედანი დიდწილად უცვლელია, მაგრამ არის ახალი Night Edition-ი. მოდელი შავშია გადაწყვეტილი, აქვს 12,3 ინჩიანი საზომ ხელსაწყოთა ციფრულ ბლოკი, წინა სავარძლების გათბობა, პანორამული მინის სახურავი და ა. შ.
თითქმის უცვლელია C-Class Coupe და Convertible, მაგრამ მათში 2021 წელს სტანდარტის სახით იქნება წარმოდგენილი საზომ ხელსაწყოთა ციფრულ ბლოკი.
ექსტერიერის ახალი ფერი ექნება 2021 წლის CLS, ასევე ახალი 20-ინჩიანი დისკები. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი ახალი 12,3 ინჩიანი საზომ ხელსაწყოთა ციფრულ ბლოკი და განახლებული საინფორმაციო სისტემაა Hey Mercedes ხმით კონტროლის ტექნოლოგიით.
რაც შეეხება 2021 წლის E-Class-ის ხაზს, Mercedes-ი უარს ამბობს სტანდარტულ E-Class Wagon-ზე და მას უფრო უხეში E-Class All-Terrain-ით ანაცვლებს. მაინც ხელმისაწვდომი იქნება E 63 S Wagon-ი.
ქროსოვერების მხარეს GLA-ს ხაზი ნამდვილად ქროსოვერს ჰგავს და არა ჰეტჩბეკს. სტანდარტულ მოდელს 221 ცხენის ძალა ექნება, AMG ვარიანტებს კი 302 და 282.
2021 წლის GLE-ს ექნება ახალი სტანდარტული აღჭურვილობა, მათ შორის გარემომცველი განათების სისტემა, სმარტფონის უსადენო დამტენი, SiriusXM თანამგზავრული რადიო და პარკინგის საფრთხის მაფიქსირებელი. უდიდესი სიახლე კი მაინც GLE 53-ისა და GLE 63 S-ის დამატებაა.
GLE 53-სა და GLE 53 Coupe-ს აქვს ტურბოჩაბერვიანი 3.0 ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ძრავა 429 ცხენის ძალით. GLE 63 S-სა და GLE 63 S Coupe-ს კი აქვს ორმაგი ტურბო 4.0 ლიტრიანი V8 ძრავა 603 ცხენის ძალით. ორივე მათგანს ასევე აქვს EQ Boost-ის ფუნქცია.
არც ისე კარგი ამბებია სპორტულ მხარეს. ვრცელდება ცნობები, რომ SLC-ის წარმოება აღარ გაგრძელდება და დროებით ტაიმაუტს აიღებს SL-იც, იქამდე, ვიდრე დიზაინირებული მოდელი გამოჩნდება. 2021 წელი უკანასკნელია S-Class Coupe-სა და Convertible-ისთვისაც; AMG GT-ის შესახებ ცვლილებები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.