Mercedes-Benz-ი თავის გეგმებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც, დიდ ინვესტიციებს განახორციელებს მაღალი კლასის მოდელებში. ამის დასტურია გერმანული ბრენდის მიერ შემუშავებული Vision AMG კონცეპტი, რომელიც წინასწარ გვიქმნის გარკვეულ წარმოდგენას მომავალი მაღალი კლასის ელექტრო სედანის შესახებ.
კონცეპტი ეფუძნება AMG.EA არქიტექტურას, რომელიც სრულად ელექტრო AMG მოდელებისთვის არის განკუთვნილი და მასზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს; წარმოებაში მას პირველად 2025 წელს ვიხილავთ.
გამოცემა Autocar-ის ცნობით, AMG გეგმავს, რომ მანქანა ოთხი უსვეტო კარით გამოუშვას, ჰეტჩბეკის სტილის უკანა კარებით.
ოთხი კარითა და მგზავრებისთვის განკუთვნილი დიდი სივრცით, Vision AMG შეიძლება ერთდროულდ იყოს უმძლავრესი მანქანა და მგრძნობიარე, ყოველდღიური ტრანსპორტი. პატარა ის ნამდვილად არ იქნება.
კონცეპტი სიგრძეში 5,100 მილიმეტრია, ოდნავ გრძელი, ვიდრე Mercedes-AMG GT 4Matic 4-Door-ი და 147 მილიმეტრით უფრო გრძელი, ვიდრე Porsche Taycan-ი. ასეთი ზომა მნიშვნელოვანია, რადგან იძლევა როგორც დიდ შიდა სივრცეს, ისე მოზრდილი ბატარეების დაყენებას იატაკს ქვეშ, ღერძებს შორის ისე, რომ მოდელი მაინც EQS-ზე მნიშვნელოვნად დაბალი იყოს.
ასეთი დაბალი კლირენსი Vision AMG-ს რამდენიმე აეროდინამიკურ უპირატესობას აძლევს. Mercedes-AMG-ც კი აღიარებს, რომ ცრემლის ფორმა მას Vision EQXX-ის შესახედაობას აძლევს და იქნება საკმაოდ აეროდინამიკური.
კონცეპტს აქვს თვლების ფართო თაღები, დისკები 22-ინჩიანია. ამ ეტაპზე უცნობია Vision AMG-ის სიმძლავრის მაჩვენებლები, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მას მაღალი ვოლტაჟის ბატარეა და მართვის მოწინავე ტექნოლოგია ექნება.
ავტომწარმოებლის განცხადებით, Vision AMG-ის შემდეგ, AMG.EA პლატფორმაზე ის უფრო მეტ მანქანას ააგებს, რადგან ახალ პლატფორმებს მხოლოდ ერთი მანქანისთვის არ ქმნიან.