Porsche 918 Spyder-ის მემკვიდრე შეიძლება სულ მალე ვიხილოთ და თანაც, ჰიპერქარების სეგმენტში.
თავის ახალ პოდკასტში, Porsche-ს ენთუზიასტი სპაიკ ფერეშტენი აღნიშნავს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალ, შუაძრავიან Porsche-ზე, სახელად GT1.
მისი განცხადებით, ამის შესახებ მას საკუთარმა წყარომ აცნობა. ფერეშტენი აღნიშვავს იმასაც, რომ მანქანა აგვისტოში დაანონსდება.
როგორც გამოცემა Road & Track-ი წერს, ფერეშტენი საკუთარ წყაროს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ ის სადილერო კომპანიის წარმომადგენელია.
ის, რომ Porsche აუცილებლად დაამზადებს 918 Spyder-ის მემკვიდრეს, ისედაც ცნობილია და ეს მხოლოდ დროის საკითხია.2019 წელს გერმანულმა ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ ახალი ჰიპერქარი სურს, რომელიც შემდეგი თაობის ბატარეებზე იმუშავებს. თუმცა, კომპანია იქვე აღნიშნავდა, რომ ასეთ მანქანას ალბათ 2025 წლამდე არ უნდა ველოდოთ.
შენიშვნა: ფოტოებზე გამოსახულია Porsche 919 Street Concept-ი.