BMW-მ ამერიკული ბაზრისთვის თავისი სრულად ელექტრო სედანის ახალი, საწყისი დონის, ერთძრავიანი ვერსია — i4 eDrive35 გამოუშვა, უფრო პატარა ბატარეებითა და დაბალი ფასით.

 

i4 eDrive35 BMW-ს ხაზს i4 eDrive40-თან დაi4 M50-თან ერთად უერთდება. ეს ორი მოდელი 81.5 kWh ბატარეებით არის აღჭურვილი, ახალი მოდელი კი 66 kWh ბატარეით.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ i4 eDrive35, როდესაც სტანდარტულ 18-ინჩიან აერო თვლებს მიიღებს, ერთი დატენვით 418 კილომეტრს გაივლის. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი უფრო ნაკლებია, ვიდრე i4 eDrive40-ის 484 კმ და i4 M50-ის 434 კმ.

პატარა ბატარეის მიუხედავად, ახალი მოდელზე ხელმისაწვდომია DC სწრაფი დამუხტვა. ბატარეა 10 პროცენტიდან 80 პროცენტამდე სულ რაღაც 32 წუთში დაიტენება.

ახალი მოდელი ეფუძნება ძალური აგრეგატის იმავე Gen5 eDrive ტექნოლოგიას, რომელსაც i4-ის ხაზის დანარჩენი მოდელები, მაგრამ აქვს მხოლოდ ერთი ელექტროძრავა. 281 ცხენის ძალას ის უკანა თვლებს აწვდის და 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 5,8 წამში ავითარებს.

მიუხედავად იმისა, რომ i4 eDrive40 ასევე ერთ ძრავას იყენებს და ენერგიას უკანა თვლებს აწვდის, ის 335 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაც შეეხება i4 M50-ს, მის წინა ძრავას 255 ცხენის ძალა აქვს, უკანას კი 308. ჯამში ისინი 536 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ და ენერგიით ოთხივე წამყვანი თვლის სისტემას უზრუნველყოფენ.

მართალია, i4 eDrive35-ში კომპანია გარკვეულ დათმობებზე წავიდა გარბენის მანძილისა და პერფორმანსის თვალსაზრისით, მაგრამ ასე არ არის ტექნოლოგიების მხრივ. BMW-ს დრამატული მოღუნული დისპლეი აერთიანებს 12,3-ინჩიან საინფორმაციო ეკრანს და 14,9-ინჩიან მაჩვენებელთა დაფას. სტანდარტული და არჩევითი აღჭურვილობა i4 eDrive40-ის იდენტური იქნება.

ახალი i4 eDrive35-ის წარმოება 2022 წლის მეოთხე კვარტალში, BMW-ს მიუნხენის ქარხანაში დაიწყება. მოდელის ფასი $52,395-დან იწყება, i4 eDrive40-ის 56,395 დოლარიდან, i4 M50-ის კი 66,895 დოლარიდან.