General Motors-ის ქვედანაყოფმა, Buick-მა Wildcat EV კონცეპტი წარმოადგინა, რომელიც მისი დიზაინის სამომავლო მიმართულებაზე მიგვითითებს. აქვს ბრენდის ახალი, სამფარიანი ლოგო, გამორჩეული ფარები და ახალი წინა ნაწილი; 2+2 კონცეპტი მომავლის მოდელებზე იქონიებს გავლენას.
„Wildcat EV კონცეპტი წარმოადგენს ბრენდის მომავლის რეალურ დიზაინს. Buick-ი ყოველთვის მომავალში იყურებოდა და ეს კონცეპტი იმის გამოხატულებაა, რას ვაპირებთ; ძლიერ ოპტიმისტურები ვათ ელექტრო მომავლის უსაზღვრო შესაძლებლობების შესახებ“, — ამბობს Global Buick-ისა და GMC design-ის აღმასრულებელი დირექტორი შარონ გაუჩი.
Wildcat EV კონცეპტს ბრენდისთვის ახალი სახე შემოაქვს. Buick-ი მას აღწერს, როგორც დახრილი წინა ნაწილის და დაბლა დაყენებული, ტრაპეციისებრი ცხაურის მქონეს, მკვეთრი, მაღლა დამონტაჟებული სანათებით.
უკანა მხარეს ნახავთ „დანის სტილის“ გაბარიტულ ფარებს, რომლებიც სახურავის პანელებშია ჩაყენებული.
კომპანიას სურს, რომ ინტერიერის დიზაინიც იყოს დაბალანსებული, ჰარმონიული და სითბოს მომგვრელი. ამისათვის, ავტომწარმოებელმა სალონში სხვადასხვა ადგილას გამოიყენა Legato Green ფერი, რომელსაც ალუმინისა და ნარინჯისფერი ელემენტების გვერდით ნახავთ.
საინფორმაციო სისტემის სენსორული ეკრანი დაკავშირებულია კონსოლის ეკრანთან. ცენტრალური კონსოლი იყენებს უნიკალურ გრაფიკას და ფერთა კონტრასტს.
Buick-ის განცხადებით, 2030 წლის ბოლომდე, მთელი მისი დიაპაზონი ჩრდილოეთ ამერიკაში სრულად ელექტრო უნდა იყოს. პირველ ელექტრომანქანას კომპანია 2024 წელს გამოუშვებს.