საკუთარი ელექტრო მოდელის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Nissan-მა Leaf-ის სპეციალური გამოშვება წარმოადგინა, რომელსაც უბრალოდ Leaf10 უწოდა.

ახალი Nissan Leaf10 ევროპის ბაზარზე თებერვალში გავა და მომხმარებელს უნიკალურ სპეციფიკაციებს, ექსტერიერის ახალ ფერსა და სხვა მრავალ სიახლეს შესთავაზებს.

ახალი მოდელის რაოდენობა შეზღუდული იქნება, მაგრამ ავტომწარმოებელი კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებს.

Nissan Leaf10-ის ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი ალბათ მისი გვერდითა სარკეების, სახურავისა და საბარგულის სახურავის დეტალებია. საერთო ჯამში, მოდელი გაცილებით დინამიკურად გამოიყურება.

აღჭურვილია ე. წ. უხილავი ზონების აღმოფხვრის სისტემით და სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი უკანა ხედვის ჭკვიანი კამერა. მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს ვერსია ჩაშენებული 4G კავშირით, რომელიც ერთდროულად შვიდამდე მოწყობილობას უკავშირდება.