მიუხედავად იმისა, რომ Bugatti La Voiture Noire-მა შეიძლება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მანქანის სტატუსი დაკარგა Rolls-Royce Boat Tail-ის გამო, მაგრამ ნამდვილად რჩება საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიის ძლიერ გამორჩეულ ნაწილად. ახლახან, შვეიცარიის ქალაქ ციურიხის ქუჩებში ერთ ეგზემპლარად გამოსული მისი ერთი მოდელი შენიშნეს.
დიდი ალბათობით, ეს La Voiture Noire-ის პირველი საჯარო გამოჩენაა. სავარაუდოა, რომ Chiron-ზე დაფუძნებული ასეთი ძვირადღირებული მოდელი მხოლოდ „გარაჟის დედოფალი“ უნდა იყოს, მაგრამ როგორც ჩანს, მფლობელმა მისი გარეთ გამოყვანა გადაწყვიტა. მანქანა ნელა მოძრაობდა და ზებრაზე შემოუხვია. ვიდეოში შეგიძლიათ W16 ძრავის ხმაც კი გაიგონოთ.
როგორც წესი, ამ დონის ჰიპერქარები შეუმჩნეველი არსად რჩება და ფოტოები ხშირად ჩნდება სოციალურ მედიაში.
Bugatti La Voiture Noire პირველად 2019 წელს, ჟენევის მოტორშოუზე წარმოადგინეს, მაგრამ კონცეპტის ფორმით. საბოლოო საწარმოო მოდელი მფლობელს 2021 წლის ივნისში ჩაბარდა, მას შემდეგ, რაც ორწლიანი მკაცრი ტესტები ჩააბარა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ეგზემპლარად გამოსული La Voiture Noire ძლიერ ჰგავს მის ახლო ნათესავ Chiron-ს, გამოირჩევა უსაფრთხოების, აეროდინამიკის, გამოყენებადობისა და პერფორმანსის გაცილებით მაღალი სტანდარტებით.
La Voiture Noire აღჭურვილია Bugatti-ს 8.0-ლიტრიანი ოთხმაგი ტურბო W16 ძრავით, რომელიც 1479 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.