შეეგებეთ საჭის ახალ კონცეპტს, სახელად Origo-ს, რევოლუციურ პროექტს, რომელიც ფინურმა საავტომობილო კონსორციუმმა შექმნა. ეს კონსორციუმი აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიც არის Canatu, Siili Auto, TactoTek-ი, Rightware და Northern Works-ი.

გამორჩეულად ხარისხიანი დიზაინისთვის, Origo-მ ახლახან გამარჯვა 2021 წლის გერმანიის დიზაინის ჯილდოზე.

პროექტი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „პროდუქტის ბრწყინვალე დიზაინი – ადამიანისა და მანქანის მაკავშირებელი“. გერმანიის დიზაინის ჯილდო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია დიზაინში. საერთაშორისო ჟიური აღიარებს მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებიც ნამდვილად მოწინავეა გერმანიის და საერთაშორისო დიზაინის ლანდშაფტში.

საინტერესოა, რას გვთავაზობს ასეთს Origo-ს საჭის კონცეპტი? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – შექმნილია იმისათვის, რომ მინიმუმამდე შეამციროს მძღოლის ყურადღების გაფანტულობა და ინტერაქცია უფრო ინტუიციური გახადოს. საჭის კონცეპტი შედგება გამჭვირვალე სამგანზომილებიანი სენსორული ზედაპირისგან, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს, ხელები მუდამ საჭეზე ჰქონდეს და ამავდროულად, წვდომა ჰქონდეს მანქანის ყველა ფუნქციაზე.

საჭე დაკავშირებულია ფართო ეკრანთან, რომელზეც გამოდის მხოლოდ მოცემული მომენტისთვის რელევანტური ინფორმაცია, რათა მძღოლი არ გადაღალოს.

პროექტის მთავარ სირთულეს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ჰქონოდა ყველასათვის ნაცნობი შესახედაობა, რაც მომხმარებელს ყოველთვის ეხმარება ახალი, თუნდაც რევოლუციური პროდუქტებისადმი შიშის დაძლევაში. ჯგუფს სურდა, რომ ფიზიკური ფორმები გამომხატველი ყოფილიყო, ჰქონოდა ფიზიკური ღილაკების მხარდაჭერა, რაც თანამედროვე სენსორულ ეკრანებს ხშირად აკლია.

ფინური კომპანიის განცხადებით, Origo-ს საბოლოო დიზაინში ბრწყინვალედ ეხამება ფიზიკური ღილაკები და ციფრული UI, რაც მომხმარებელს ინტუიციურ და ამაღელვებელ გამოცდილებას სთავაზობს, ისეთს, როგორიც მანქანებში ჯერ არ უნახავს.