Porsche-მ მსოფლიოს სამი საინტერესო დიზაინის კონცეფცია წარუდგინა, მათ შორის არის Porsche 919 Street-იც.
Porsche 919 ჰიბრიდი გერმანული კომპანიისთვის წარმოუდგენლად წარმატებული სარბოლო მანქანა აღმოჩნდა, რომელმაც 33 რბოლა მოიგო. 919 Street-ის შემთხვევაში, სარბოლო მანქანის დიზაინი და ძალური გადაცემის ტექნოლოგიები გარდაქმნა რაღაც ისეთად, რომლის მართვაც (თეორიულად) ქუჩაშიც უნდა იყოს შესაძლებელი.
1:1 მასშტაბით თიხის მოდელის სახით შექმნილ Porsche 919 Street-ის დიზაინი უცბად 919 ჰიბრიდს მოგაგონებთ. წინა მხარეს აქვს დიდი ფარები და მოკლე კაპოტი, რომელსაც კონტრასტულად ახლავს ორი ამოზნექილი თვლების თაღი. LMP1-ის მსგავსად, კაბინა საკმაოდ წინ არის წაწეული, რომელსაც მრგვალად მოღუნული საქარე მინა და პატარა გვერდითა ფანჯრები აქვს.
919 ჰიბრიდთან მსგავსება გრძელდება სახურავის ფორმასა და დიდ „ზვიგენის ფარფლში“. თუმცა, იქ, სადაც სარბოლო მანქანას მასიური უკანა ფრთა აქვს, 919 Street-ს აქვს შეუმჩნეველი ფრთა, რომელსაც მთელ სიგრძეზე გასდევს LED გაბარიტული ფარების ბარი; ასევე შენიშნავთ ორ ვერტიკალურ LED ბარ, მოზრდილ დიფუზორს და ორ გამოსაბოლქვ მილს , რომლებიც პირდაპირ ძრავის საფარიდან გამოდის.
რაც შეეხება ძალური გადაცემის სისტემას, Porsche-მ გადაწყვიტა, რომ 919 Street-ში იგივე ჰიბრიდული ტრანსმისია გამოიყენოს, რაც სარბოლოში — 2.0 ლიტრიანი ტურბოჩაბერვიანი V4 ენერგიის აღდგენის სისტემით. ასევე აქვს იგივე ნახშირბადის ბოჭკოს მონოკოკი, განზომილება და თვლების ბაზა, რაც სარბოლო მანქანას.