გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, Porsche წარმოებას დროებით აჩერებს.
გერმანულ ავტომწარმოებელთან დაახლოებული შიდა წყარო Twitter-ზე წერს, რომ უკრაინაში შექმნილი საომარი სიტუაცია ავტომწარმოებლის მიწოდების ქსელზეც აისახება და გავლენას იქონიებს ყველა ამჟამინდელი მოდელის წარმოებაზე.
თუ ამ ინფორმაციას დავუჯრებთ, 17 მარტიდან Porsche დროებით შეაჩერებს 911 GT3-სა და 911 GT3 Touring-ის წარმოებას, 31 მარტიდან კი სხვა 911 მოდელებისას; 14 მარტს შეჩერდება 718 Cayman-ისა და Boxster-ის წარმოება. ამავე წყაროს ინფორმაციით, 7 მარტს შეჩერდა Cayenne-ს წარმოება, 2 მარტს Panamera-სი, 3 მარტს კი Taycan-ის.
Read an article on factory closures due to the continued supply chain pressure in the automotive space. Shortly after, a friend in the loop sent me this… what this could mean for Porsche production… imagine VW Group, BMW, Mercedes’… 😳 used cars about to get even more pricey! pic.twitter.com/O263JS3O7h
— Caleb J Schroëter (@calebjschroeter) March 3, 2022
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს შეჩერდება წარმოება. გამოცემა Motor1-ის ცნობით, Porsche ადასტურებს, რომ ლაიფციგის ქარხანაში, სადაც Panamera და Macan-ი იწყობა, 2 მარტს წარმოება მართლაც შეწყდა და 11 მარტამდე არ გაგრძელდება. პრესსპიკერის განცხადებით, წარმოებას განაგრძობს ზუფენჰაუზენის ქარხანა, მაგრამ ასე შეიძლება დიდხანს ვერ გაგრძელდეს.
„შემდეგი ნაბიჯები მოწესრიგებულად გადაიდგმება. მომდევნო დღეებსა და კვირებში ჩვენ მოკლევადიანი ბაზისით ვიმუშავებთ და მუდმივად შევაფასებთ სიტუაციას“, — ამბობს Porsche-ს პრესსპიკერი.
რამდენიმე დღის წინ Porsche-მ განაცხადა, რომ რუსეთში მანქანების მიწოდებას აჩერებს. გერმანულ ავტომწარმოებელს 2021 წელს რუსეთში 26 ცენტრი ჰქონდა და ამ ქვეყანაში ჯამში 6262 მანქანა გაყიდა, გლობალურად კი კომპანიამ შარშან 301 915 მანქანა გაყიდა. 2021 წელს რუსეთში Porsche-ს ყველაზე პოპულარული მოდელი იყო Cayenne, რომელზეც მოდის გაყიდვების 54 პროცენტი, ანუ 3431 მანქანა.
მოსალოდნელია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას და გაჩაღებულ ომს საკმაო ხანს ექნება გავლენა საავტომობილო ინდუსტრიაზე და შეიძლება ჩიპების დეფიციტის მეორე ტალღაც გამოიწვიოს. იმიტომ, რომ სწორედ უკრაინაა მსოფლიოში მოხმარებული ნეონის 70 პროცენტის წყარო. ეს აირი მნიშნელოვანია იმ ლაზერების სამუშაოდ, რომლებიც ნახავარგამტარი ჩიპების საწარმოებლად არის საჭირო.