Porsche Taycan Turbo S ამჟამად ბაზარზე არსებული ერთ-ერთი საუკეთესო ელექტრომანქანაა. თავის თავში აერთიანებს მძლავრი სედანის პრაქტიკულობას , სუპერქარის მახასიათებლებს და მყისიერ გაწევას.

Turbo S მოთავსებულია Taycan-ის დიაპაზონის თავში, აქვს 750 ცხენის ძალა და 1050 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი Overboost ფუნქციით, მის გარეშე კი 616 ცხენის ძალა.

მართვის სპორტულ რეჟიმში ის 0-100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 2,8 წამში კრეფს, 96 კმ/სთ-ს, 2,6 წამში, მაქსიმალური სიჩქარე კი 260 კმ/სთ-ია.

როგორც ცნობილია, გერმანიის ზოგიერთ ავტომაგისტრალზე სიჩქარის შეზღუდვა არ მოქმედებს; ერთ-ერთ ასეთ მონაკვეთზე Taycan Turbo S-ის 0-250 კმ/სთ-მდე აჩქარება მოსინჯეს. 16-წამიან ვიდეოს თავად შეგიძლიათ უყუროთ.

Taycan Turbo S გერმანიაში სულ მცირე 186 336 ევროა, აშშ-ში კი 185 000 დოლარი და ერთი დატენვით 323 კილომეტრს ფარავს.