Aston Martin-მა Valhalla-ს საწარმოო ვერსია წარმოადგინა, შუაძრავიანი ჰიბრიდული სუპერქარი, რომელიც აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი V8 ძრავითა და და ორი ელექტროძრავით; ჯამში ისინი 937 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ.

ბრიტანული ბრენდი ამ მანქანას კომპანიისთვის წინგადადგმულ დიდ ნაბიჯად და გარდამავალ მომენტად აფასებს.

4.0-ლიტრიანი V8 ტურბოძრავა Mercedes-AMG-ს ეკუთვნის. გამოიმუშავებს 739 ცხენის ძალას.

მას ემატება ორი ორივე ხიდთან განთავსებული თითო ელექტროძრავა. ჰიბრიდული სისტემა მანქანას 201 ცხენის ძალას მატებს. შესაძლებელია მხოლოდ ელექტრორეჟიმში მართვაც და ამ შემთხვევაში, ენერგია მხოლოდ წინა თვლებს მიეწოდება. სხვა შემთხვევაში, ელექტრო ძალა ღერძებს შორის ნაწილდება.

ენერგიას ანაწილებს 8-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფი, რომელიც ექსკლუზიურად Aston Martin-ისთვის არის შექმნილი. McLaren Artura-ს მსგავსად, ტრანსმისიას უკუსვლის გადაცემა არ აქვს და ამისათვის ელექტროძრავს იყენებს.

კომპანიის განცხადებით, ენერგიის ოპტიმალური მიწოდების მიზნით, ძრავებს ერთდროულად სხვადასხვა სიჩქარეზე მუშაობა შეუძლიათ.

0-100 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი 2,5 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ია. ელექტრორეჟიმში მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-ია და შესაძლებელია 15 კმ მანძილის გავლა.

მანქანის მასა 1550 კგ-ია, რადგან ძირითადად გამოყენებულია ნახშირბადის ბოჭკო.