Porsche და Puma იუწყებიან, რომ ლეგენდარული Porsche 911 Carrera RS 2.7-ის 50-ე წლისთავის აღსანიშნავად, ბოტასების სპეციალურ სერიაზე მუშაობენ.
ამ მანქანის პრემიერა 1972 წელს პარიზის მოტორშოუზე შედგა და სახელი საგზაო რბოლა Carrera Panamericana-ს პატივსაცემად ეწოდა, რომელშიც Porsche-მ თავის კლასში 1954 წელს გაიმარჯვა 550 Spyder-ით. პირველი Porsche, რომელიც Carrera-ს სახე;ს ატარებდა — 911 Carrera RS 2.7, იმ დროისთვის ყველაზე სწრაფი გერმანული საწარმოო მანქანა იყო და მისი მაქსიმალური სიჩქარე 245 კმ/სთ-ს აღწევდა.
ამ მემკვიდრეობის აღსანიშნავად, Puma-მ შექმნა Puma x Porsche Suede RS 2.7, რომლის თითოეული ფერიც მხოლოდ 500 ეგზემპლარად გამოვა. ამით ხაზს უსვამს იმას, რომ Porsche-მ ეს მოდელი მხოლოდ 500 ეგზემპლარად გამოუშვა.
ფეხსაცმელი 10 სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდება რვა ფერის კომბინაცია, ნარინჯისფერი და შავი ფეხსაცმელები ექსკლუზიურად მხოლოდ ნიდერლანდებში, თეთრი და შავი წყვილები კი მხოლოდ იაპონიაში.
უკანა მხარეს ფეხსაცმელს RS 2.7-ის მოტივები ექნება, გვერდით Porsche-ს სახელი და იმის მინიშნება, რომ ისინი მხოლოდ 500 ეგზემპლარად არის გამოსული. ფეხსაცმლის შიგნით დაბეჭდილია Porsche 911 Carrera RS 2.7-ის გამოსახულება.
ამ ეტაპზე ფეხსაცმლის ფასი მხოლოდ საფრანგეთში იძებნება, სადაც ის 120 ევრო ღირს. ცნობილია ისიც, რომ მყიდველი საჩუქრად მიიღებს პორშეს მუზეუმის ბილეთსაც, რომლის გამოყენებაც 2022 წლის ბოლომდე შეეძლება.