Volkswagen-ი, Opel-ი, Kia, Peugeot, Maserati, Nissan-ი ყველა ამ ბრენდმა ბოლო პერიოდში ლოგო შეიცვალა. 2022 წელს იგივეს აპირებს Renault, როდესაც განახლებულ კორპორაციულ ემბლემას პირველი საწარმოო მოდელი მიიღებს. ახალი ლოგოს დიზაინი ორ ერთმანეთში გადაწნულ ალმასს ასახავს.

ამ ეტაპზე უცნობია, რომელი მოდელი მიიღებს პირველი განახლებულ ლოგოს, მაგრამ თუ ლოგიკას მივმართავთ, ეს Megane eVision კონცეპტი უნდა იყოს. მალულად გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ელექტრო ქროსვერი უკვე გასცდა პროტოტიპის ფაზას და სატესტო მოდელი კამუფლაჟებს მიღმა ლოგოებსაც ფარავს. საწარმოო მოდელს ამ წლის ბოლოს ვიხილავთ, მაგრამ ბაზარზე სავარაუდოდ 2022 წელს გავა.

Renault-ს დიზაინის ხელმძღვანელის, ჟილ ვიდალის განცხადებით, 2024 წლიდან კომპანიის ყველა მანქანა ახალ ლოგოზე გადავა. 1900 წლის შემდეგ, Renault-ს ლოგომ მრავალი ცვლილება განიცადა, ამჟამინდელი ვერსია კი 2015 წელს მიიღეს 1992 წელს შექმნილი სიმბოლოს დიზაინის განახლების საფუძველზე.

ახალი ლოგო Renault-ს მეცხრე განახლებული სიმბოლო იქნება. აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან ლოგოს შეიცვლის Renault-ს ბიუჯეტური ბრენდი Dacia-ც. ამ რუმინული ბრენდის ახალო ლოგო ამჟამინდელისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.