მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული და მდიდრული ავტომწარმოებელი საბოლოოდ ადასტურებს, რომ ელეტქრომობილზე მუშაობს. უმაღლესი კლასის ახალ მანქანას Silent Shadow ერქმევა.
Rolls-Royce-ის ხელმძღვანელი ტორსტენ მიულერ-ოტვესი მომავალი ელექტრომანქანის გამოსვლის თარიღს არ აკონკრეტებს, მაგრამ აღნიშნავს:
„ელეტქრიფიკაცია ბრწყინვალედ ეთავსება Rolls-Royce-ს — მისი ძალა, მისი სიჩუმე. არ ვართ ცნობილი ხმაურიანი ძრავებითა და გამოსაბოლქვი სისტემით, რაც უდიდესი ბენეფიტია“, — ამბობს იგი.
BMW-მ, Rolls-Royce-ის მშობელმა კომპანიამ სახელ Silent Shadow-ზე საპატენტო განაცხადი შარშან შეავსო. სახელი სავარაუდოდ მოდელ Silver Shadow-ს გამოძახილია, რომელსაც Rolls-Royce 1965-1980 წლებში აწარმოებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, Silent Shadow არ იქნება უბრალოდ ელექტროდ გარდაქმნილი Rolls-Royce-ის ამჟამინდელი მოდელი; ის საუკეთესო, უნიკალური მოდელი იქნება. ამ ინფორმაციის წყარო ასევე აღნიშნავს, რომ Silent Shadow დაეფუძნება Phantom-ის-ის მოდიფიცირებულ ვერსიას და მასზე მუშაობა BMW i7 ელექტრო სედანთან ერთად მოხდება.
ბატარეების შესახებ ჯერ არაფერი ვიცით, მაგრამ ტევადობა 100 კვტ/სთ-ს უნდა აჭარბებდეს, რადგან Silent Shadow-ს სავარაუდოდ ძალიან დიდი სედანი იქნება, როგორიც თავად Phantom-იც არის. არ არის გამორიცხული, ვიხილოთ 120 კვტ/სთ ტევადობის ბატარეები, რაც შეიძლება BMW i7-საც ჰქონდეს და ერთი დამუხტვით 644 კმ დაფაროს.
Rolls-Royce-ის მოდელები BMW-ს დიდ, ორმაგ ტურბო V-12 ძრავებს იყენებს. Phantom-ში გამოყენებული ერთ-ერთი ვერსია 563 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Silent Shadow-ს ამაზე მეტი ენერგია უნდა ჰქონდეს. სავარაუდოდ, მას და BMW i7-ს 640 ცხენის ძალა ექნებათ.