Land Rover-ი Range Rover Sport-ის მემილიონე ეგზემპლარის გამოშვებას აღნიშნავს; მოდელმა დღის სინათლე პირველად 2005 წელს იხილა.
მართალია, მემილიონე მანქანა 2020 წლის დეკემბერში გამოვიდა, მაგრამ კომპანია ამის შესახებ ახლა იუწყება და მოკლე ვიდეოსაც გვთავაზობს, რომელშიც საშუალო ზომის მაღალი კლასის SUV-ის გარკვეული მიღწევებია წარმოჩენილი.
მეორე თაობა აშშ-ში 2013 წელს გამოჩნდა და მას რეკლამას მსახიობი დენიელ კრეიგი (ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი) უწევდა; ცოტა ხანში, მანქანა საწარმოო SUV-ებს შორის რეკორდის მფლობელი გახდა საშუალოდ 95 კმ/სთ სიჩქარით მსვლელობისას, 19,99 კმ სიგრძის აღმართი 12 წუთსა და 35,61 წამში დაფარა.
იმავე წელს, Range Rover Sport-მა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა — ყველაზე სწრაფად გადაკვეთა ერთ-ერთი უდიდესი ქვიშიანი უდაბნო რუბ-ელ-ხალი, რომელიც სიგრძეში 1000 კილომეტრამდეა, სიგანეში კი 500 კმ.
ხუთი წლის შემდეგ, ჩინეთის ტიანმენის მთის გზაზე, ე. წ. დრაკონის კიბეებზე 999 საფეხურზე შეძლო აცოცება.
აშშ-ის ბაზარზე 2021 წლის Range Rover Sport-ის ფასი 69,500 დოლარიდან იწყება. ხაზში პირველ ადგილზეა SVR, რომელიც 115,000 დოლარი ღირს და აღჭურვილია 5.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 575 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 4,3 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 283 კმ/სთ აქვს.