Lexus LC 500 ბოლო წლებში გამოსული ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანქანაა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ კონკრეტული ეგზემპლარის მფლობელს რაღაც მაინც არ აკმაყოფილებდა და საკუთარ ავტომობილს ნამდვილად უცნაური მოდიფიკაციები ჩაუტარა.

ამ კონკრეტული LC 500ის ფოტო Reddit-ზე გამოჩნდა და გადაწყვეტილია Lexus-ის მიერ შემოთავაზებულ ერთ-ერთ საუკეთესო ფერში, Infrared-ში (ინფრაწითელი). დისკებზე, უკანა გაბარიტული ფარების გარშემო, გვერდითა და უკანა ფანჯებზე, გამოსაბოლქვ მილებზე მანქანას ასევე აქვს ქრომის აქცენტები. ერთი სიტყვით, მანქანა ულამაზესია.

სამწუხაროდ, ამ LC 500-ის მფლობელმა მას საავატომობილო ნაწილების ბაზრის მახინჯი უკანა სპოილერი დაუყენა, რომელიც დანარჩენი დიზაინიდან აბსოლუტურად ამოვარდნილია. გარდა ამისა, ეს სპოილერი უკან გადახრილი ჩანს. მარტო სპოილერს ვინ ჩივის — მფლობელმა სანომრე ნიშნის აქეთ-იქით ქალის სილუეტის სტიკერებიც მიაკრა. იქვე ჩანს Hot Wheels სტიკერიც.

თუ როგორღაც მოახერხებთ ამ საშინელ დამატებათა იგნორირებას, ეჭვგარეშეა, რომ LC 500 სუპერ მანქანაა. მისი ერთ-ერთი უდიდესი მშვენებაა 5.0-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავა, რომელიც დიდებულ ხმას გამოსცემს. აქვს 471 ცხენის ძალა და დაკავშირებულია 10-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას უკანა თვლებს აწვდის.