ფილმ „ბულიტში“ სტივ მაკ-ქუინის სახელგანთქმული პერსონაჟის, ფრენკ ბულიტის შესახებ სტივენ სპილბერგი ახალი ფილმის გადაღებას აპირებს.
ფილმს Warners Bros-ი გადაიღებს, ავტორები კი სტივენ სპილბერგი და კრისტი მაკოსკო კრიგერი იქნებიან. სცენარის ავტორი ჯოშ სინგერი იქნება. გამოცემა Deadline-ის ცნობით, ეს არ იქნება 1968 წლის ფილმის რიმეიქი და დაეფუძნება პერსანაჟის შესახებ ახალ იდეას. ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან მაკ-ქუინის ვაჟი, ჩადი და შვილიშვილი მოლი მაკ-ქუინი.
გავრცელებული ინფორმაციით, სპილბერგი ამ პროექტზე უკვე დიდი ხანია ფიქრობდა, მაგრამ პირველ რიგში საჭირო იყო მაკ-ქუინის ოჯახთან მოლაპარაკება პერსონაჟზე უფლებების მისაღებად.
ბულიტი მაკ-ქუინის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ფილმია, რომელშიც ის სან-ფრანცისკოს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის, ლეიტენანტ ფრენკ ბულიტის როლს ასრულებს. ფილმის განსაკუთრებული ცნობადობის მიზეზია სან-ფრანცისკოს ქუჩებში დევნის ვრცელი ოპერაციების სცენები; ბულიტი შეზღუდული რაოდენობით გამოსულ სახელგანთქმულ Mustang-ს მართავს, რომელსაც სახელი ფილმის მიხედვით ეწოდა.
უცნობია, როდის გამოვა კინოთეატრებში სპილბერგის ფილმი, მაგრამ რადგან ჯერ სცენარიც არ არის დაწერილი, მოცდა დიდხანს მოგვიწევს.
საინტერესოა, გადაიღებენ თუ არა ფილმში კვლავ Ford Mustang-ის უნიკალურ ვერსიას. გულშემატკივრებისთვის ფილმში Mustang-ის გამოჩენა აუცილებელი პირობაა და ყველაზე საუკეთესო არჩევანი იქნებოდა 2019-2020 წლების მოდელი, მეექვსე თაობის Mustang Bullitt-ი. არც ის არის გამორიცხული, Ford-ს შემდეგი, მეშვიდე თაობის Mustang-ის Bullitt-ვარიანტის რეკლამირება შესთავაზონ.