რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, თეორიულად, წყალქვეშ ელექტრომობილის მართვა უფრო ადვილია, ვიდრე შიგაწვის ძრავიანი მანქანის. თეორიის პრაქტიკულად შემოწმება, იუთუბერმა Chillin-მა საკუთარი Tesla Model S-ით გადაწყვიტა, რომელიც წყალქვეშ, 2,1 მეტრის სიღრმეზე გაატარა.

როგორც ხშირად ხდება, თეორიის პრაქტიკაში განხორციელება მოსალოდნელზე ძნელია; ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც.

თეორია, რომ ელექტრომანქანას წყალქვეშ სიარული შეუძლია, იმ ფაქტს ეფუძნება, რომ ელექტროძრავას ფუნქციონირებისთვის ჰაერი არ სჭირდება. შესაბამისად, იუთუბერის Tesla Model S Plaid-ს ამ ცდისთვის რაიმე მოდიფიკაცია არ დასჭირვებია.

თუმცა, არის ერთი დიდი რისკი — წყალმა შეიძლება ელექტროსისტემაში შეჟონოს. თეორიულად, ელექტრომობილების გაყვანილობა კარგად არის იზოლირებული, რათა მაგალითად, წყალდიდობისას ან მდინარეში გადავარდნისას არ მოხდეს სისტემაში მოკლე ჩართვა.

გარდა ამისა, ჰაერი ესაჭიროება მძღოლს. ამ ვიდეოს პრობლემა ის არის, რომ ელექტრონულ მოწყობილობებს ბევრი წყალი არ შეხებია და მანქანა ბოლომდე არც ჩაძირულა. ამომგდები ძალა თითქოს ყოვლისშემძლეა.

ჩანს, რომ თითქმის 1814-კილოგრამიანი მანქანა წყლით სავსე თხრილში ტივტივებს და ბოლომდე არ იძირება. სწორედ ეს ქმნის მთავარ პრობლემას. ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, მანქანა წყლიდან ამოსვლას ახერხებს. თუმცა, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, შეუძლია თუ არა Tesla-ს წყალქვეშ სიარული. ვიდეო ნახვად ნამდვილად ღირს.